ვიბორგი (დანია)
|
ქალაქი
|
ვიბორგი (დან. Viborg) — ქალაქი დანიაში, ცენტრალურ იუტლანდიაში, ვიბორგის მუნიციპალიტეტის ცენტრი, რომელიც ფართობის მხრივ მეორე უდიდესია ქვეყანაში და დანიის მთლიანი ტერიტორიის 3.3%-ს იკავებს.[1] ქალაქში მდებრეობს იუტლანსიის უზენაესი სასამართლო.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ვიბორგი დანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ვიკინგების ნამოსახლარები VIII საუკუნით თარიღდება.[2] ცენტრალურმა მდებარეობამ შუა საუკუნეებში ქალაქს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა, მნიშვნელოვანი იყო მისი როლი პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისითაც. ერთ დროს, ვიბორგში აღმართული იყო ციხესიმაგრე. სახელი მომდინარეობს ორი სიტყვის შერწყმის შედეგად ვიი (Wii) ნიშნავს წმინდა დგილს, ბერგ (berg) კი ბორცვს.
ქალაქი ცნობილია თავისი საკათედრო ტაძრით, რომლის მშენებლობაც 1130 წელს დაიწყო და 50 წელი გაგრძელდა. ტაძრის გვერდით მდებარეობს სკოვგაარდის მუზეუმი, რომელიც 1937 წელს დაარსდა.