ვაჯრა
ვაჯრა (დევანაგარი: वज्र, ჩინ: 金剛 jīngāng; ტიბ: རྡོ་རྗེ რდორჯე/დორჯე; იაპ: 金剛 ქონგოო) არის სანსკრიტული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ელვასა და ალმასს.[1] ვაჯრა არის რიტუალური საგანი, მოკლე მეტალის იარაღი - იაპონურ იავარას მსგავსი რამ, რომელსაც აქვს ალმასისა (შეუძლია გაჭრას ნებისმიერი საგანი, მაგრამ არა თავისი თავი) და ელვის სიმბოლური ბუნება (მოუგერიებელი ძალა).
ჯერათ, რომ ვაჯრა წარმოადგენს სულისა და სულიერი ძალის სიმაგრეს.[2] ესაა რიტუალური ან სულიერი იარაღი, რომელიც სიმბოლურად გამოიყენება ბუდიზმში, ჯაინიზმსა და ინდუიზმში. მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, ვაჯრა ინდური რელიგიისა და კულტურის გვერდით, გავრცელებულია აზიის სხვა მხარეებში. იარაღად და სიმბოლოდ გამოიყენებოდა ნეპალში, ინდოეთში, ტიბეტში, ბჰუტანში, სიამში, კამბოჯაში, მიანმაში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში.
ტიბეტურში სიტყვის ექვივალენტია დორჯე[1][3], რომელიც ტიბეტსა და ბჰუტანში მამაკაცის გავრცელებული სახელიცაა. დორჯე აგრეთვე აღნიშნავს პატარა კვერთხს, რომელიც ლამებს უკავიათ მარჯვენა ხელში, რელიგიური ცერემონიებისას.
ბირმულ ენაში პალიდან სამი სიტყვა წამოვიდა - ვაჯირა, (ბირმ. ဝဇိရ) „ალმასი“ (ბირმ. စိန် სეინ ან ბირმ. ဝဇီရ ვაზირა) და „ელვა“ (ბირმ. ဝရဇိန် ვაზარეინ).
სექციების სია |
ტანტრული ბუდიზმი [რედაქტირება]
ტანტრულ ბუდიზმში ვაჯრა და გჰანტა (ზარი) ლამას მიერ ბევრ წესდებაში გამოიყენება. ვაჯრა გამოხატავს კაცის საწყისს, ხოლო ზარი - ქალისას. ზოგიერთი ღვთაება გამოსახულია ორივე ხელში ვაჯრისა და ზარის ჭერით, რაც სიბრძნისა და თანაგრძნობის ძალების ერთიანობას გამოხატავს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- ალმასის სუტრა
- ელვა
- ვაჯრადჰარა
- ვაჯრაიანა
- პრაჯნაპარამიტა
- სამი ვაჯრა
- ტიბეტური ხელოვნება
- ტრირატნა
- ტრიშულა
- ფჰურბა
სქოლიო [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Diamond Sutra, also called the Vajra Cutter Sutra, available in multiple languages from the FPMT
- The Essential Songs of Milarepa / VI. Songs About Vajra Love 46. Answer to Dakini Tzerima
- VajraTV—გლობალური ბუდისტური ტელე-არხი
- Vajra Love—ესეები ქის დაუმენის საიტებიდან
სტატიის