მიანმარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მიანმა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ပြည်ထောင်​စု သမ္မတ မြန်မာ​နိုင်​ငံတော်‌
მიანმარის კავშირის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Kaba Ma Kyei
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ნაიფიიდო
578) 19°45′N 96°6′E
უდიდესი ქალაქი იანგონი
ოფიც. ენები ბირმული
მთავრობა სამხედრო დიქტატურა
  -თავმჯდომარე უფროსი გენერალი თან შვე
  -პრ.-მინისტრი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
676 578 კმ²(მე-40)
 
  3,06%
მოსახლეობა
 - 2005-2006 სავ.
 - 1983 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
55 400 000 (24-ე)
33 234 000
75/ ად/კმ² (119-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2005მიახლ.
$93.77 მილიარდი (59-ე)

$1691 (150-ე)
აგი (2007) Increase2.svg 0.583 (საშუალო) (132-ე)
ვალუტა კიატი (K) (mmK)
დროის სარტყელი (UTC +6:30სთ.)
ქვეყნის კოდი MMR
ccTLD .mm
სატელეფონო კოდი +95

მიანმარის კავშირის რესპუბლიკა[1] (ბირმ. ပြည်ထောင်​စု သမ္မတ မြန်မာ​နိုင်​ငံတော်‌, აგრეთვე ბირმის კავშირი) გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ქვეყანაა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, აღმოსავლეთით — ლაოსი, დასავლეთით — ბანგლადეში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — ინდოეთი; ასევე სამხრეთით — ანდამანის ზღვა, ხოლო სამხრეთ დასავლეთით — ბენგალის ყურე. ბირმას 2000 კილომტერზე მეტი სანაპირო ზოლი აქვს. 1962-1988 წლებში ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავდა გენერალ ნე ვინის მეთაურობით. ამჟამად, 1992 წლიდან, პოლიტიკური სისტემა სამხედრო მმართველობის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება უფროსი გენერალი თან შვეს მეთაურობით.

[რედაქტირება] სახელწოდების წარმოშობის ისტორია

Myanmar-CIA-map-German.png

1989 წელს სამხედრო ხუნტამ ქვეყნის სახელწყოდება ოფიციალურად შეცვალა ინგლისური ვერსია — ბირმიდან მიანმარზე (ქვეყნის ყველა სხვა ინგლისურენოვან დასახელებასთან ერთად დედაქალაქის ჩათვლით — რანგუნიდან იანგონზე). თუმცა ოფიციალური სახელწოდება ბირმულ ენაზე — მიანმა (မြန်မာ​) — არ შეცვლილა. ამგვარმა ცვლილებებმა პოლიტიკური უთანხმოებები გამოიწვია, ვინაიდან ეს სახელწოდებები ხშირად ადგილობრივ უმცირესობათა ინტერესთა გაუთვალისწინებლად და ლინგვისტურად გაუმართავი იყო[საჭიროებს წყაროს მითითებას].

[რედაქტირება] სქოლიო

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე