ტრიშულა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიშულა
შივას უპყრია ტრიშულა

ტრიშულა (სანს. त्रिशूल triṣūla) არის ტრადიციული ინდური სამკბილა, აგრეთვე გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც. ინდუიზმსა და ბუდიზმში არის რელიგიური სიმბოლო. სანსკრიტიდან პირდაპირ თარგმანში ტრიშულა ნიშნავს „სამ შუბს“. ტრიშულა შივას ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ტრიშულა აგრეთვე ერთ-ერთ ხელში უკავია ქალღმერთ დურგას. შაკტიზმში ითვლება, რომ მან ტრიშულა შივასგან მიიღო.

ტრიშულას სამივედან თითოეული კბილის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებულის მიხედვით, განასახიერებენ სამყაროს შექმნას, შენარჩუნებასა და განადგურებას; წარსულს, აწმყოსა და მომავალს; მატერიალური ბუნების სამ გუნას. ნეპალში ტრიშულა არის კომუნისტური პარტიის სიმბოლო.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]