ვასილი ეროშენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილი ეროშენკო
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1890(1890-01-12)[1]
დაბადების ადგილი ობუხოვკა (ბელგოროდის ოლქი)
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1952(1952-12-23)[1] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ობუხოვკა (ბელგოროდის ოლქი)
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ესპერანტისტი, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკოსი და პედაგოგი
ენა ესპერანტო და იაპონური ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ვასილი იაკოვლევიჩ ეროშენკო (რუს. Василий Яковлевич Ерошенко უკრ. Василь Якович Єрошенко) (დ. 12 იანვარი, 189023 დეკემბერი, 1952)[2] ― ბრმა მწერალი, მთარგმნელი, ესპერანტისტი, ლინგვისტი, მოგზაური, პოეტი და მასწავლებელი. წერდა ესპერანტოსა და იაპონურ ენებზე.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. ოთხი წლის ასაკში წითელას შედეგად დაბრმავდა. 1899-1908 წლებში მოსკოვის უსინათლო ბავშვთა სკოლაში სწავლობდა. მოსკოვის უსინათლოთა ორკესტრში ვიოლინოზე უკრავდა. ამ პერიოდშივე სწავლობდა ესპერანტოსა და ინგლისურ ენებს. 1912 წელს ბრიტანეთში იმოგზაურა, სადაც უსინათლოთა სკოლაში სწავლობდა. აქვე ანარქისტ პეტრე კროპოტკინთან შეხვედრამ დიდი გავლენა იქონია მის ანარქისტულ შეხედულებებზე. მოგვიანებით პარიზის გავლით მოსკოვში დაბრუნდა და ორკესტრში მუშაობას დაუბრუნდა. აქვე დაიწყო იაპონური ენის შესწავლა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #137597258 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Poulson, David (20 October 2014). Eroshenko. ISBN 9786175171639. 
  3. Kerziouk, Olga. (15 December 2014) "I raised a fire in my heart": remembering Eroshenko. European Studies Blog, The British Library Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2021. ციტატა: „It is fascinating story about the life and work of the blind Esperantist, traveller and writer Vasili Eroshenko (1890-1952).“ ციტირების თარიღი: 21 November 2021