პეტრე კროპოტკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე კროპოტკინი
დაბ. თარიღი 27 ნოემბერი/9 დეკემბერი 1842
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 8 თებერვალი 1921
გარდ. ადგილი დმიტროვი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია, გეოლოგია, ისტორია

პეტრე ალექსის ძე კროპოტკინი (რუს. Кропоткин, Пётр Алексеевич; დ. 27 ნოემბერი/9 დეკემბერი 1842, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი 1921, დმიტროვი) — რუსი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფი, ისტორიკოსი და გეოლოგი. რევოლუციონერი, სოციოლოგი და ანარქიზმის ცნობილი იდეოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა გენერლის ოჯახში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1862). მსახურობდა ჯარში, შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის უწყებაში. 1864-1867 წწ. მოგზაურობდა აღმოსავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ მანჯურიაში. 1867 წელს გავიდა სამსახურიდან და სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. კროპოტკინს ახალგაზრდობიდანვე ჩამოუყალიბდა დემოკრატიული შეხედულებანი ძირითადად „კოლოკოლისა“ და „სოვრემენნიკის“ გავლენით, ხალხის ცხოვრების გაცნობამ ციმბირში, 1871 წელს პარიზის კომუნამ, I ინტერნაციონალის საქმიანობამ და რევოლუციურმა ლიტერატურამ იგი რევულუციონერი გახადა. მიემხრო მიხეილ ბაკუნინს, ჩაიკოვსკელების წრეს, მუშებს შორის ეწოდა პროპაგანდას.

1874 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს პეტრე-პავლეს ციხეში. 1876 წელს გაიქცა ციხის საავადმყოფოდან და გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 40 წელი გაატარა. 1881 წელს გაასახლეს შვეიცარიიდან, 1883 წელს დაააპატიმრეს საფრანგეთში. 3 წლის შემდგე გაათავისუფეს და დასახლდა ინგლისში. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ და პროპაგანდისტულ მოღვაწეობას. თავის მოძღვრებას უწოდებდა ანარქისტულ კომუნიზმს. 1900-1909 წწ. შედიოდა რუსი ანარქისტების ორგანიზაციაში. მხარი დაუჭირა რუსეთის 1905-1907 წწ. რევოლუციას.

1907 წელს იყო რსდმპ V ყრილობის სტუმარი (ლონდონში). 1917 წლის ივნისში დაბრუნდა რუსეთში. კროპოტკინმა აღიარა ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო მნიშვნელობა. 1918 წლიდან ცხოვრობდა დმიტროვში. 1919-1920 წწ. ხვდებოდა ვლადიმერ ლენინს. 1920 წლის მოწოდებით მიმართა საერთაშორისო პროლეტარიატს ხელი შეეშალა თავისი მთავრობებისათვის იარაღით ჩარეულიყო რუსულ საქმეებში.

ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტრე კროპოტკინის ბუნებისმეტყველებაში მოღვაწეობა. კროპოტკინს აქვს მნიშვნელოვანი შრომები გეოგრაფიისა და გეოლოგიის დარგში. ციმბირში ყოფნის წლებში დაამუშავა ციმბირის ოროგრაფიის სქემა, პირველმა შენიშნა ძველი გამყინვარებისა და ვულკანიზმის კვალი აღმოსავლეთ საიანში.

1868 წლიდან როგორც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების მდივანი, კროპტკინი მუშაობდა ჩრდილოეთის ზღვების ათვისების პრობლემაზე და თეორიულად დაასაბუთა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ხმელეთის არსებობა, რომელიც ორი წლის შემდეგ მართლა აღმოაჩინეს (ფრანც-იოსების მიწა). 1871 წელს გამოიკვლია მყინვარული ნალექები ფინეთსა და შვედეთში. 1876 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „გამოკვლევები მყინვარულ პერიოდზე“. საზღვარგარეთ კროპოტკინი თანამშრომლობდა ელიზე რეკლიუსთან მრავალტომეულის „დედამიწა და ხალხი“ „მსოფლიო გეოგრაფია“ მოსამზადებლად. მონაწილეობდა ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების მუშაობაში, წერდა სტატიებს რუსეთის გეოგრაფიის შესახებ, „ბრიტანეთის ენციკლოპედიაში“.

ოჯახი[რედაქტირება]

  • მეუღლე — სოფია გრიგოლის ასული ანანიევა-რაბინოვიჩი (1878-იდან).
    • შვილი — ალექსანდრა პეტრეს ასული ლებედევა (1888? — 1968, აშშ).

ხსოვნა[რედაქტირება]

კროპოტკინის სახელი ეწოდა ქედს პატომის მთიანეთში, ქედსა და ვულკანს აღმოსავლეთ საიანში, მთას ოლიოკმის სტანოვიკზე, ქალაქს კრასნოდარის მხარეში, დაბას ირკუტსკის ოლქში.

თხზულებები[რედაქტირება]

  • собр. соч., т 1,4,5,7, СПБ, 1906—1907;
  • Собр. соч., т.1—2, М., 1918—19;
  • Дневник, М.— П., 1923;
  • Переписка Петра и Александра Кропоткиных, т. 1—2, М.— Л.,1832—33;
  • Записки революционера, М., 1966.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 42, თბ., 1983 წელი.
  • Анисимов С. С., Путешествия П. А. Кропоткина. М.— Л., 1943;
  • Соколов Н. Н., П. А. Кропоткин как географ, "Труды ин-та истории естествознания АН СССР", т. 4, М., 1952;
  • Бонч-Бруевич В. Д., Памяти Кропоткина. Встреча В. И. Ленина с П. А. Кропоткиным, Избр. соч., т. 3, М., 1963;
  • Пирумова Н. М., П. А. Кропоткин, М., 1972 (ბიბლიოგრ.).