ვალტერ ბაადე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაადე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვალტერ(უოლტერ) ბაადე (გერმ. Prof. Dr. Walter Baade ) (დ. 24 მარტი, 1893, შრეტინგსჰაუზენი, გერმანია — გ. 25 ივნისი, 1960, გეტინგენი) — გერმანელი ასტრონომი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1919-1931 წლებში მუშაობდა ჰამბურგის ობსერვატორიაში, 1931-1958 აშშ-ში. ბაადე უმთავრესად ცნობილია ანდრომედეს ნისლეულის გამოკვლევით. 1943 წელს ბაადემ მოახერხა ანდრომედეს გულის დაშლა ვარსკვლავებად და მათი შესწავლის სუფუძველზე, საბჭოთა ასტრონომებთან ერთდოულად, დაადგინა, რომ გალაქტიკებში ვარსკვლავები ძირითადად ქმნიან ორი ტიპის დასახლებას, რომლებსაც მან I და II დასახლებები უწოდა. იმავე ნისლეულის სფერულ გროვებზე დაკვირვებების შედეგად დაასკვნა, რომ გალაქტიკებს შორის მანძილების სკალა, რომელიც 1918 მიიღეს, მცდარია და დაახლოებით ორჯერ უნდა გაიზარდოს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 114, თბ., 1977