ხაჩკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაჩკარი აღარცინის მონასტერთან, დილიჟანი.

ხაჩკარი (სომხ. խաչ — ჯვარი და სომხ. քար — ქვა) — ქვის სტელა ჯვრის გამოსახულებებით, რომელიც, როგორც წესი, გზასთან, მონასტერთან და ტაძრების ფასადზე ან მათ შიგნით მდებარეობს და გავრცელებული პრაქტიკაა თითქმის მთელ სომხეთში.

სულ სომხეთის ტერიტორიაზე ითვლიან რამდენიმე ათას ხაჩკარს და ყოველი მათგანი გამოირჩევა თავისებური ორნამენტებით (თუმცა ისინი შესრულებულია ერთსადაიმავე სტილში).

ხაჩკარების ყველაზე გავრცელებული მოტივია ჯვარი, იშვიათად ჯვარცმა, როზეტით ან მზის დისკოთი მის ქვეშ. დარჩენილი ნაწილი, როგორც წესი, მორთულია ვაზის, ფოთლების ან აბსტრაქტული ხლართულის ორნამენტებით. ხანდახან მას თან ახლავს კარნიზი, რომელზეც ბიბლიური ან წმინდანთა გამოსახულებებია დატანებული.

ხაჩკარის აღმართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი უნდა ყოფილიყო ვოტივი, ანუ აღთქმა ვინმეს (ცოცხალის ან გარდაცვლილის) სულის გადასარჩენად. თუმცა იყო სხვა მიზეზებიც, როგორიცაა საბრძოლო გამარჯვება, ეკლესიის აშენების თარიღი, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაცვა და მისთ. ხაჩკართა ყველაზე გავრცელებული ადგილი საფლავებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]