ვაზისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაზისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: მაგნოლიასებრნი
ოჯახი: ვაზისებრნი
ლათინური სახელი
Vitaceae

ვაზისებრნი (Vitaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მერქნიანი ლიანებია, იშვიათად — სწორმდგომი ბუჩქები ან დაბალი ხეები. აქვთ მორიგეობით განლაგებული მთლიანი ან დანაკვეთული ფოთლები; უმრავლესობას ღეროსეული წარმოშობის პწკალები აქვს. ყვავილები ორსქესიანი ან ცალსქესიანია, ნაყოფი კენკრა. ოჯახი აერთიანებს 12-მდე გვარის 700-მდე სახეობას, რომლებიც ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. ყველაზე დიდია Cissus-ის გვარი (შეიცავს 350-ზე მეტ სახეობას). საქართველოში მხოლოდ ველური ვაზის ერთი სახეობა იზრდება. დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაზს. Cissus-ის გვარის რამდენიმე სახეობას ოთახის დეკორატიულ მცენარედ აშენებენ. Ampelopsis-ის და Parthenocissus-ის გვარების ზოგი სახეობა ხშირად მოშენებულია ბაღებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 269, თბ., 1979