ევროპული ვაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპული ვაზი

ევროპული ვაზი (Vitis vinifera), ვაზის ევროპული სახეობა. აერთიანებს ევროპის და აზიის უმეტეს ტერიტორიაზე გავრცელებულ ვაზის ჯიშებს. ქართული ვაზის ამ სახეობას განეკუთვნება. იყოფა ორ ჯგუფად: ველურ და კულტურულ ვაზებად. ველური ვაზი გავრცელებულია ხმელთაშუა, კასპიისა და შავი ზღვების მიდამოებში. იგი მოიცავს როგორც ტიპურ ველურ ფორმებს, ისე ერთ დროს კულტივირებულ, მაგრამ ამჟამად ისევ გაველურებულ ვაზებს. ველური ვაზი (იგივე უსურვაზი, რიკინა, ბაბილო) საქართველოში გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მ-მდე სიმაღლეზე. მისი ყვავილი ორსახლიანია. აქვს მცირე ზომის ფოთოლი, პატარა მეჩხერი მტევანი, შავი, წვრილი, მრგვალი ან ოვალური მარცვალი, დაბალი სამეურნეო მაჩვენებლები. გაკულტურებისას აღნიშნული ნიშან-თვისებები არ უმჯობესდება. გაველებული ვაზი შემორჩენილია ნასახლარებზე, ხეობებსა და ტყეებში, იძლევა მოსავალს, გაკულტურებისას სამეურნეო ნიშან-თვისებებს ავლენს. ევროპული კულტურული ვაზი მოიცავს მრავლ ჯიშს და ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს ყველა ქვაყანაში. იგი დაყოფილია ენდემურ ჯგუფებად (მაგ., საქართველოში — კახეთის, ქართლის, იმერეთის და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, თბ., 1970;
  • რამიშვილი რ., ქსე, ტ. 4, გვ. 44, თბ., 1979