რეიჩელ გრიფიტსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეიჩელ გრიფიტსი (Rachel Griffiths; 18 დეკემბერი, 1967) — ოქროს გლობუსის მფლობელი ავსტრალიელი კინო- და ტელემსახიობი. ყველაზე უკეთ ცნობილი ორი ამერიკული როლის განსახიერებისთვის: ბრენდა ჩენოუითი HBO'ს სერიალში "ექვსი ფუტი მიწის ქვეშ" და სარა უოლკერ უენდონი ABC'ს დრამაში "ძმები და დები".

დაიბადა ნიუკასლში, ახალი სამხრეთ უელსი. გაიზარდა მელბურნში ხელოვნებათმცოდნე დედასა და ორ უფროს ძმასთან ერთად. დრამატურგიაში და ცეკვაში ვიქტორიის ხელოვნების კოლეჯის განათლების ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ თეატრში იწყებს მოღვაწეობას. პირველი წარმატება როგორც მსახიობს ხვდა ფილმში Barbie Gets Hip, რომელიც 1991 წელს მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები.