რეიჩელ გრიფიტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრიფიტსი, რეიჩელ)
რეიჩელ გრიფიტსი

გრიფიტსი „ანდერგრაუნდი: ჯულიან ასანჟის ისტორიის“ გადაღებებისას
მშობლიური სახელი Rachel Griffiths
დაბადების სახელი რეიჩელ ენ გრიფიტსი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1968 (1968-12-18) (55 წლის)
მელბურნი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა
  • მსახიობი
  • რეჟისორი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) ენდრიუ ტეილორი (იქ. 2002)
შვილ(ებ)ი 3

რეიჩელ ენ გრიფიტსი (ინგლ. Rachel Anne Griffiths; დ. 18 დეკემბერი, 1968) — ავსტრალიელი კინო- და ტელემსახიობი. ყველაზე უკეთ ცნობილი ორი ამერიკული როლის განსახიერებისთვის: ბრენდა ჩენოუითი HBO-ს სერიალში „ექვსი ფუტი მიწის ქვეშ“ (რისთვისაც გადაეცა ოქროს გლობუსი)[1] და სარა უოლკერ უენდონი ABC-ის დრამაში „ძმები და დები“ (2016—2011), რისთვისაც მიიღო ემის პრაიმ-ტაიმის ჯილდოს რამდენიმე ნომინაცია.[2]

დაიბადა ნიუკასლში, ახალი სამხრეთ უელსში. გაიზარდა მელბურნში ხელოვნებათმცოდნე დედასა და ორ უფროს ძმასთან ერთად. დრამატურგიაში და ცეკვაში ვიქტორიის ხელოვნების კოლეჯის განათლების ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ თეატრში იწყებს მოღვაწეობას..[3] პირველი წარმატება როგორც მსახიობს ხვდა ფილმში „Barbie Gets Hip“, რომელიც 1991 წელს მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები.

გრიფიტსის მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი “ (1997), „ჰილარი და ჯეკი“ (1998), „კოკაინი“ (2001), „კელის ბანდა“ (2003), „ანდერგრაუნდი: ჯულიან ასანჟის ისტორია“ (2012), „ჰაქსოს გმირი“ (2016), „როდესაც ჩვენ აღვსდგებით“ (2017) და სხვა.

2011 წელს შედგა მისი დებიუტი ბროდვეიზე.[4] მსახიობობის გარდა, იგი დაკავებულია სარეჟისორო საქმიანობით —1998 წელს გადაიღო მისი პირველი ფილმი „Tulip“, აგრეთვე გადაიღო ტელესერიალების „დაკარგული ბიჭები“ და „ინდური ზაფხული“ რამდენიმე ეპიზოდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rachel Griffiths. GoldenGlobes.com. Hollywood Foreign Press Association. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2018.
  2. Rachel Griffiths. Emmys.com. Television Academy. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2018.
  3. Walden, Celia. (20 მარტი, 2016) Rachel Griffiths: 'I’ve never been beautiful enough not to be taken seriously'. The Telegraph. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2018.
  4. Healy, Patrick. (7 ოქტომბერი, 2011) Rachel Griffiths joining 'Other Desert Cities'. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2018.