ეფრაიმ კაცირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეფრაიმ კაცირი
ეფრაიმ კაცირი
ისრაელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი 1973 – 19 აპრილი 1978
წინამორბედი ზალმან შაზარი
მემკვიდრე იცხაკ ნავონი

დაბადებული 16 მაისი 1916
კიევი რუსეთის იმპერია
რელიგია იუდაიზმი

ეფრაიმ კაცირი - ებრაელი პოლიტიკოსი, ისრაელის მეხუთე პრეზიდენტი. პროფესიით ბიოფიზიკოსი, სამეცნიერო ასპარეზზე დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა თავდაპირველი სახელით ეფრაიმ კაჩალსკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ეფრაიმ კაჩალსკი დაიბადა 1916 წელს კიევში. 1925 წელს მთელი ოჯახი გადასახლდა პალესტინაში. 1932 წლიდან ეფრაიმ კაცირი იერუსალიმის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც 1941 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. კაჩალსკიმ გვარი გამოიცვალა მხოლოდ 1972 წელს, მას შემდეგ რაც გოლდა მეირმა მიიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისათვის.

კაცირის ძმა ცნობილი ფიზიკოსი აარონ კაცირი 1972 წლის 30 მაისს მოიკლეს იაპონელმა ექსტრემისტებმა დავიდ ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ზალმან შაზარი
ისრაელის პრეზიდენტი

19731978
შემდეგი:
იცხაკ ნავონი