დავიდ ბენ-გურიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავიდ ბენ-გურიონი

დავიდ ბენ-გურიონი (დავიდ გრინი) (ივრ. דָּוִד בֶּן-גּוּרִיּוֹן‎, დ. 16 ოქტომბერი, 1886, პლონსკი, პოლონეთი — გ. 1 დეკემბერი, 1973, თელ-ავივი, ისრაელი), თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი. სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ისრაელის პირველი და მესამე პრემიერ-მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1906 წელს პალესტინაში გაემგზავრა, სადაც ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაცია "ჰაშომერის" დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. 1910 წელს ებრაული ყოველკვირეული ჟურნალის "ჰააჰდუთ" (ერთობა) რედაქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ებრაული ლეგიონის ფორმირებაში მიიღო მონაწილება პალესტინის განთავისუფლებისთვის. 1920 წელს ებრაელ მშრომელთა საყოველთაო ფედერაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1935 წელს ებრაული სააგენტოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1940 წელს აირჩიეს ისრაელის მუშათა პარტიის ლიდერად.

1948-53 და 1955-63 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრია. მისი ხელმძღვანელობით მოგებულ იქნა დამოუკიდებლობის ომი (1948-49) და სინაის კამპანია (1956). 1965 წელს დააარსა ოპოზიციური პარტია "რაფი". 1970 წელს კნესეტიდან წავიდა და პოლიტიკას თავი დაანება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: