გოლდა მეირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოლდა მეირი

გოლდა მეირი (ებრ. גּוֹלְדָּה מֵאִיר‎, ნამდვ. ფამ მეერსონი, დაბ. მაბოვიჩი; დ. 3 მაისი, 1898, კიევი — გ. 8 დეკემბერი, 1978, იერუსალიმი, ისრაელი), ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969-1974).

გოლდა მეირი დაიბადა კიევში, რუსეთის იმპმერიაში (ამჟამად უკრაინა) მოიშე-იცხოკისა და ბლიუმა მაბოვიჩების ოჯახში. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გადავიდა მილუოკიში, ვისკონსინი (აშშ) 1906 წელს. დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი, ასწავლიდა საშუალო სკოლებში. 1915 წელს შევიდა მემარცხენე სიონისტთა ორგანიზაცია „პოალეი ციონ“ და პალესტინაში გადავიდა მეუღლესთან მორის მეიერთან ერთად 1921 წელს. 1956 წელს დავიდ ბენ-გურიონის თხოვნით შეიცვალა გვარი მეირით.

1924 წლიდან თელ-ავივში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე პროფკავშირებში და სამთავრობო ორგანიზაციებში, 1949 წლამდე კნესეთში არჩევამდე. 1949-56 წლებში შრომის მინისტრია, 1956-66 წლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა ლევი ეშკოლის გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობის პერიოდში მმართველ პარტიაში სერიოზული უთანხმოებები და დავები ხდებოდა, რაც განპირობებული იყო ლიდერული ხედვის უკმარისობით და სტრატეგიული შეცდომებით. საბოლოოდ ეს უთანხმოებები 1973 წელს განკითხვის დღის ომის წარუმატებლობის მიზეზი გახდა. გოლდა მეირმა ლიდერობა იცხაკ რაბინს გადასცა.

გარდაიცვალა 1978 წელს იერუსალიმში და დაკრძალულია იქვე, ჰერცელის მთაზე.

1982 წელს მასზე გადაიღეს მხატვრული ფილმი „ქალი, რომელსაც გოლდა ერქვა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: