ერნსტ კალტენბრუნერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერნსტ კალტენბრუნერი ცენტრში

კალტენბრუნერი, ერნსტ (გერმ. Ernst Kaltenbrunner) (* 4 ოქტომბერი, 1903, რიდი, ავსტრია: † 16 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

  • 1903 - 4 ოქტომბერი: კალტენბრუნერი დაიბადა მოსამართლიე ჰუგო კალტენბრუნერის და მისი მეუღლის, თერეზეს (გერმ: Therese Udwardy - თერეზე უდვარდი) ოჯახში.
  • 1918 - იგი სასწავლებლად გადადის ლინცის გიმნაზიაში, სადაც გაიცნო ადოლფ აიხმანი.
  • 1921 - გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კალტენბრუნერი სწავლას აგრძელებს გრაცის ტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე.
  • 1923 - კალტენბრუნერი იცვლის ფაკულტეტს. ქიმიის ნაცვლად იგი ეუფლება სამართალმცოდნეობას.
  • 1928 - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ადვოკატად ლინცის საადვოკატო კანტორაში.
  • 1930 - 18 ოქტომბერი: კალტენბრუნერი ხდება ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი.
  • 1931 - 8 აგვისტო: კალტენბრუნერი სს-ის წევრი ხდება.
  • 1932 - ისი სამუშაოდ გადადის მამამისის საადვოკატო კანტორაში და ამიერიდან უფასოდ ემსახურება ნაციონალ-სოციალისტებს.
  • 1934 - კალტენბრუნერი ქორწინდება ელისაბეთ ედერზე (გერმ: Elisabeth Eder). იმავე წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ვენაში მოწყობილ პუტჩში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაიზერშტაინბრუხის ციხეში. სასამართლოს ძალით მას ჩამოერთვა ადვოკატის უფლებებიც.

მისი ბოლო სიტყვები იყო: "მე ჩემ ხალხს და სამშობლოს წრფელი გულით ვემსახურე და სამშობლოს კანონების მიხედვით ჩემი ვალი მოვიხადე. მე ვწუხვარ რომ დანაშაული ჩადენილ იქნა, თუმც მე მასში წვლილი არ მიმიძღვის. მე ღირსეულად ვიბრძოდი. ბედნიერებას გისურვებ გერმანიავ! " - (გერმ."Ich habe meinem Volk und meinem Vaterland mit heißem Herz gedient. Ich habe nach den Gesetzen meines Vaterlands meine Pflicht getan. Ich bedaure, dass Verbrechen begangen worden sind, ich hatte keinen Anteil an ihnen, ich kämpfte ehrenhaft. Deutschland, Glück auf!"

კალტენბრუნერის ფერფლი ამერიკელმა პილოტებმა ცაში მიმოაბნიეს.