ბრიგადენფიურერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიგადენფიურერი (გერმ. Brigadeführer) — SS-ის და SA-ს სამხედრო რანგი 1932-1945 წლებში.

SS-ის ბრიგადენფიურერი ჰერმან პრისი
ბრიგადენფიურერის თავდაპირველი ინსიგნია

თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა SS-ის ბრიგადების მეთაურთათვის და შეესაბამებოდა გენერლის მეორე საოფიცრო რანგს ვერმახტში. SS-ის და ორდნუნგსპოლიცაის (Ordnungspolizei) ზრდასთან ერთად ბრიგადენფიურერის რანგი გაუტოლდა გენერალ-მაიორისას და ვერმახტის იერარქიაში პოლკოვნიკის წინ დადგა.

ბრიგადენფიურერის ინსიგნია თავდაპირველად იყო მუხის ორი ფოთოლი და ვერცხლის ოთხქიმიანი ვარსკვლავი. 1942 წელს, ობერსტგრუპენფიურერის რანგის შექმნის შემდგომ, მისი განმასხვავებელი ნიშანი გახდა მუხის სამი ფოთოლი. ბრიგადენფიურერები ატარებდნენ აგრეთვე გენერალმაიორის სამხრეებს და ამ რანგს ტიტულატურაშიც გამოიყენებდნენ. მაგალითად: „SS-ის ბრიგადენფიურერი და Waffen-SS-ის და პოლიციის გენერალმაიორი“ (გერმ. SS-Brigadenführer und Generalmajor der Waffen-SS und Polizei).

ინსიგნიის საბოლოო ვერსია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე