ენდი ფერუეზერ ლოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდი ფერუეზერ ლოუ

ენდი ფერუეზერ ლოუ 2006 წელს.
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 აგვისტო, 1948 (1948-08-02) (75 წლის)
დაბ. ადგილი უელსი[1]
ჟანრ(ებ)ი როკი, პოპი, ბლუზ-როკი[2]
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ჰარმონიკა
აქტიური 1966–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი A&M
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Stratocaster
საიტი andyfairweatherlow.com
ენდი ფერუეზერ ლოუ ვიკისაწყობში

ენდრიუ „ენდი“ ფერუეზერ ლოუ (ინგლ. Andy Fairweather Low, დ. 2 აგვისტო, 1948[2]) — უელსელი გიტარისტი. იგი იყო 1960-იანების ბრიტანული ჯგუფი Amen Corner-ის ერთ-ერთი დამაარსებელი[2]. გვიანდელ წლებში უკრავდა როჯერ უოტერსთან, ერიკ კლეპტონთან და Bill Wyman's Rhythm Kings-თან ერთად.

1967 წელს ჯგუფი Amen Corner, რომელშიც იგი უკრავდა, გამოდიოდა კონცერტებზე, რომლებშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ჯიმი ჰენდრიქსი და პინკ ფლოიდი. 1985 წლიდან ენდი უკრავდა დამატებითი გიტარისტის სახით როჯერ უოტერსის კონცერტებზე, თუმცა 2008[3] წლიდან შეწყვიტა მასთან გამოსვლები. მას აგრეთვე დაკრული აქვს როჯერის ალბომებზე Radio K.A.O.S. და Amused to Death. აგრეთვე მონაწილეობდა 1985 წლის სატელევიზიო გადაცემაში „A Journey in the Life“, სადაც როჯერმა შეასრულა „Across the Universe“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profile. Walesonline.co.uk (26 June 2008). ციტირების თარიღი: 3 November 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Biography by William Ruhlmann. Allmusic.com. ციტირების თარიღი: 15 October 2009.
  3. [1] დაარქივებული 7 March 2008 საიტზე Wayback Machine.