ჯუდი გარლანდი
ჯუდი გარლანდი (Judy Garland; დაბადებით ფრენსის ეთელ გამი - Frances Ethel Gumm; 10 ივნისი, 1922 – 22 ივნისი, 1969), ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი, უკეთ ცნობილი დოროთი გეილის როლით კინოფილმში "ოზის ჯადოქარი" (The Wizard of Oz).
დაიბადა მოხეტიალე მსახიობების ოჯახში. სცენაზე გამოსვლა ბავშვობიდან დაიწყო - სიმღერებს ტრიოში ასრულებდა საკუთარ დებთან ერთად. 13 წლის ასაკში პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დადო კინოსტუდია მეტრო-გოლდუინ-მაიერთან. 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა დევიდ როუზს, თუმცა ოთხ წელიწადში დაშორდა. 1945 წელს რეჟისორ ვინსენტ მინელის გაჰყვა, ვისგანაც ეყოლა ქალიშვილი - ლაიზა მინელი, თუმცა 1951 წელს ეს ქორწინებაც დასრულდა. მესამედ გარლანდი 1952 წელს პროდიუსერ სინდი ლუფტს გაჰყვა ვისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. 1965 წელს კვლავ განქორწინდა. შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინა - მარკ ჰერონზე (1965-66) და მიკი დინზე (1969).
1969 წლის 22 ივნისს მეუღლემ აბაზანაში მკვდარი იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ბარბიტურატებით დოზის შემთხვევითი გადაჭარბება იყო. დაკრძალულია ნიუ-იორკის ფერნკლიფის სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯუდი გარლანდი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- (ინგლისური) ჯუდი გარლანდი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb)
- Judy Garland at TV Guide
- The Judy Room Celebrating the life and career of Judy Garland
- The Judy Garland Birthplace and Museum in Grand Rapids, MN
- The Judy Garland Club official international fan club
- Judy Garland: By Myself – American Masters special
- Judy Garland's Film "The Wizard of Oz" Film site on Judy and Oz
- Judy Garland at The Biography Channel