ელენე სალუქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენე სალუქვაძე
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1959 (1959-02-25) (65 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი

ელენე სალუქვაძე (დ. 25 თებერვალი, 1959, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით. 1986 წელს გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სპეციალობა — „ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია“.

1986-1993 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წელს ლანდშაფტმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006 წლებში ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი; 2006-2012 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 2012 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1993-1994 წლებში თბილისის 6-ე გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელი; 1998-2006 წლებში თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 1999-2003 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2007-2011 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1993 წელს „მსხვილი სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი რაციონალური ბუნებათსარგებლობის მიზნით (ქალაქების თბილისისა და რუსთავის მაგალითზე)“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, სამეცნიერო საბჭოს წევრი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქალაქო აგლომერაციების ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია: (თბილის-რუსთავის მაგალითზე) (თანაავტორი), თბ., დანი, 2017, გვ. 286 — ISBN: 9789941099380
  • თიანეთის მუნიციპალიტეტის აგროკლიმატური პოტენციალი (თანაავტორი), თბ., ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინ-ტი, 2016, გვ. 116 — ISBN: 9789941090356
  • ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი (თანაავტორი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014, გვ. 447 — ISBN: 9789941133169
  • თბილისის და მისი შემოგარენის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია (თანაავტორი), თბ., პოლიგრაფი, 2008, გვ. 158

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 226;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]