ეკნომის კონცხის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპე ეკნომუსის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 256
მდებარეობა კაპე ეკნომუსის ნაპირებთან, სიცილია
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
მარკუს ატილიუს რეგულუსი
ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი
ჰამილკარი
ჰანონ დიდი
ძალები
330 გემი 350 გემი
დანაკარგები
24 გემი ჩაიძირა 65 გემი ტყვედ ჩავარდა
30 გემი ჩაიძირა

კაპე ეკნომუსის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის დროს, საზღვაო ბრძოლა რომის და კართაგენის ფლოტებს შორის, ძვ. წ. 256 წელს, სიცილიის ნაპირებთან, ეკნომუსის კონცხთან, თანამედროვე ლიკატას მახლობლად. მასში მონაწილეთა რაოდენობით (თითო გემზე 300 მენიჩბე და 150 ჯარისკაცი), ეს იყო ანტიკური ეპოქის უდიდესი საზღვაო ბრძოლა.

პრელუდია[რედაქტირება]

ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომელშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო. ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების ლივიის დაუცველ ნაპირებზე გადატანა.

რომაელებმა მესინაში გადაისროლეს 330[1] გემი. ფლოტს ორივე კონსული, მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 ლეგიონისგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ ლილიბეუმისკენ, შემდეგ ჰერაკლეა მინოასკენ გადაისროლეს 350 გემი. კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა.

რომაული ფლოტი, ისევე როგორც ლეგიონები, 4 ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილს ერქვა პირველი ლეგიონი და პირველი ფლოტი, და ა.შ. მეოთხე ნაწილს კი მესამე სახელიც ჰქონდა, სახმელეთო ჯარების მსგავსად, მათ ტრიარიუსები ერქვათ. რომაულ ფლოტში სულ 140 000 ჯარისკაცი იყო. კართაგენელებიც კარგად იყვნენ მომზადებულნი, ოღონდ, როგორც საზღვაო ბრძოლის წესი და რიგია. გემების რაოდენობის თანახმად, მათი არმია 150 000 კაცზე მეტი იყო. რომაელებმა იცოდნენ რომ კართაგენული გემები მათსაზე უკეთესია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს წყობას.

წინ ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი ექვსგემბანიანი გემი იყო, რომლებზეც კონსულები იყვნენ. მათ უკან მოყვებოდათ პირველი და მეორე ფლოტები, რომლებიც სოლისებრად იყვნენ განლაგებული, მათ უკან მესამე ფლოტი იყო, რომელსაც სატვირთო გემები მოყვებოდა და მეოთხე ფლოტი არიერგარდს ქმნიდა.

ბრძოლის სქემა

ბრძოლა[რედაქტირება]

ბრძოლის წინ რომაული ფლოტის მარჯვენა ფრთა, რომელიც პირველი სამი ფლოტისგან შედგებოდა, ღრმად შეიჭრა ზღვაში, რათა კართაგენელებს გარს შემოხვეოდა. მეოთხე ფლოტი მარცხენა ფრთას ჰქმნიდა, ნაპირისკენ შეტრიალებული კაუჭის მსგავსად განლაგებული[2]. კართაგენელთა მარჯვენა ფრთას ჰანო დიდი ხელმძღვანელობდა, მარცხენას კი ჰამილკარი. კართაგენელები გრძელ თხელ ხაზზე განლაგდნენ.

რომაელებმა იერიში კართაგენელთა ცენტრზე მიიტანეს. რომაელთა ხაზის დასაშლელად, კართაგენულმა ცენტრმა სწრაფაც დაიხია უკან. დახეულ კართაგენელებს რომაელები უმალვე დაედევნენ. დევნაში პირველი და მაორე ბლოტი იყო ჩართული, ხოლო მესამე და მეოთხე ფლოტი ჩამორჩნენ.როდესაც პირველი და მეორე ფლოტი საგრძნობლად წავიდნენ წინ, ჰამილკარმა შემოატრიალა ცენტრი და ისინი რომაელებს დაესხნენ თავს. ცხარე ბრძოლა გაიმართა, კართაგენელების უპირატესობა გემების სიჩქარე იყო, ხოლო რომაელები ყვავებით აბავდნენ მოახლოვებულ გემებს, თან ორივე კონსული აქ იბრძოდა.

ამ დროს კართაგენულმა მარჯვენა ფრთამ, რომელსაც ჰანო მეთაურობდა, დაარტყა რომაულ მეოთხე ფლოტს, ხოლო ნაპირებთან მყოფი კართაგენული გემები, ერთ ხაზზე დალაგდნენ და მესამე ფლოტს შეუტიეს, რომელსაც ბუქსირზე სატვირთო გემები ყავდა. რომაელებმა ბუქსირიდან მოხსნეს სატვირთო გემები და შეებრძოლნენ კართაგენელებს. ამრიგად გაიმართა პარალელურად სამი საზღვაო ბრძოლა.

ბრძოლის მოძრავი სქემა

ბოლო ბოლო რომაელებმა უკუ აქციეს ჰამილკარის ფლოტი. ლუციუსმა ხელში ჩაგდებული გემები და შემდეგ სატვირთო გემები ბუქსირზე აიყვანა, ხოლო მარკუს რეგულუსი გაეშურა მეორე ფლოტის გადარჩენილი გემებით მესამე და მეოთხე ფლოტების დასახმარებლად. იგი ჰანონის ფლოტს შეებრძოლა, რომელიც მეოთხე ფლოტს ავიწროვებდა. ორი მხრიდან შევიწროვებულმა კართაგენელებმა მალე დაიხიეს უკან. ლუციუსმა ბუქსირზე მყოფი გემები უსაფრთხო ადგილზე დააყენა და პირველი ფოტიც, მესამეს დასახმარებლად, ბრძოლაში ჩაერთო.

მესამე ფლოტი ალყაშემორტყმული იყო, ისინი მხოლოდ იმან იხსნა, რომ ყვავბის შიშით კართაგენელები არ უახლოვდებოდნენ მათ, მხოლოდ ნაპირთან აკავებდნენ. ამ დროს კონსულები გამოჩნდნენ და 50 კართაგენული გემი ჩაიგდეს ხელში, აქედან ძალიან ცოტა გადარჩა, ვინც ნაპირების გასწვრივ გამოაღწია.

შედეგი[რედაქტირება]

ამ ბრძოლაში რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, კართაგენელებმა 30-ზე მეტი დაკარგეს. ტყვედ არც ერთი რომაული გემი არ ჩავარდა, ხოლო კართაგენელების 64 გემი ჩაიგდეს რომაელებმა ხელში.[3]

ეკნომუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელებს აფრიკაში გადასასვლელად მხოლოდ დაზიანებული გემების შეკეთება და საკვების გაახლება სჭირდებოდათ. კართაგენელები მათ ზღვაში უკვე ვეღარ გააჩერებდნენ. ანტიკური ეპოქის ამ უდიდეს ბრძოლაში რომაელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მათი ახალბედა ფლოტი ძველი, გამოცდილი კართაგენულის ღირსეული მეტოქეა და მათ აქვთ ყველა შანსი იმისთვის რომ გაბატონდნენ ხმელთაშუა ზღვაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. აპიანეს თანახმად 350.
  2. ბერძ. ἐν ἐπὶκαμπίῳ νεῦον προς τὴν γῆν. Ἐπικάμπιος τάξις ლათ. forceps - მარწუხი. ზოგი მკვლვარის აზრით ხაზი მართი კუთხით იყო გამრუდებული.
  3. პაულუს ოროზიუსის თანახმად კართაგენელებმა სულ 64 გემი დაკარგეს, ხოლო ევთროპეს თანახმად რომაელებმა 22 დაკარგეს. ორივე ისტორიკოსმა მონაცემები ტიტუს ლივიუსისგან როგორც ჩანს შეცდომით გადაიწერა, ვინაითან ეს უკანასკნელი პოლიბიუსზე დაყრდნობით წერდა.