პაულუს ოროზიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაულუს ოროზიუსის გამოსახულება მინიატურაზე

პაულუს ოროზიუსი (დ. დაახლ. 380 — გ. დაახლ. 420) — რომაელი ისტორიკოსი, წარმოშობით ესპანელი, მღვდელი, ავგუსტინე ნეტარის მოსწავლე. ავგუსტინეს დავალებით დაწერა თხზულება „წარმართთა წინააღმდეგ მიმართული ისტორია 7 წიგნად“ (მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან 417 წლამდე). ოროზიუსი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა კაცობრიობას მხსნელად მოევლინა და რომის დაცემა V საუკუნის დასაწყისში, წარსული დროის ცოდვათა საზღაურია, იგი მსოფლიო ისტორიას ყოფს 4 პერიოდად — მსოფლიო სამეფოდ (ბაბილონის, მაკედონიის, კართაგენის, რომის). ოროზიუსის ნაშრომი ემყარება ევსები კესარიელის, სულპიციუს სევერუსის და სხვა რომაელი წარმართი ავტორების ქრონიკებს. განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნები, რომლებშიც გამოქვეყნებულია ჩვენამდე მოუღწეველი ნაწყვეტები ტიტუს ლივიუსისა და ტაციტუსის თხზულებებიდან. საინტერესოა აგრეთვე ცნობები, რომლებიც ძვ. წ. II-I საუკუნეების შავი ზღვისპირეთს შეეხება. ოროზიუსის თხზულებები პოპულარული იყო შუა საუკუნეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]