ტუნისის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუნისის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 255
მდებარეობა ტუნისი
შედეგი კართაგენის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
მარკუს ატილიუს რეგულუსი ქსანთიპოსი
ძალები
15 000 ქვეითი
500 მხედარი
12 000 ქვეითი
4 000 მხედარი
100 სპილო
დანაკარგები
12 000 დაღუპული
500 ტყვე
800 დაღუპული

ტუნისის ბრძოლაპირველი პუნიკური ომის მეორე და უკანასკნელი ბრძოლა აფრიკაში, რომელშიც კართაგენელებმა შეძლეს რომაელთა სასტიკი დამარცხება და აფრიკიდან განდევნა.

წინაისტორია[რედაქტირება]

მას შემდეგ რაც რომაელებმა კართაგენელები ეკნომის კონცხთან ზღვაზე დაამარცხეს და ადისთან ხმელეთზეც უკუაქციეს, მათ უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა.

კართაგენში კი ელადელ დაქირავებულ ჯარისკაცებს შორის იყო ადამიანი სახელად ქსანთიპოსი სპარტიდან. იგი როგორც ჩანს გამოცდილი მეომარი იყო, და გააჩნდა ტაქტიკაზე საკუთარი შეხედულებები. მისი შეხედულებების შესახებ შეიტყვეს კართაგენელმა უხუცესებმა და ანდეს არმიის მხედართმთავრობა. ქსანთიპუსმა ჩაატარა მანევრები, რომლებშიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გამოცდილება და დიდი მოწონება დაიმსახურა. წინა მხედართმთავრებისგან განსხვავებით, იგი დაბლობებში გადაადგილდებოდა, სადაც მხედრებს და სპილოებს ეფექტურად შეეძლოთ ბრძოლა. პოლიბიუსის თანახმად კართაგენელებს ყავდათ 12 000 ქვეითი, 4 000 მხედარი და ასამდე სპილო.

მანევრების შემდეგ კართაგენელები ტუნისის ტბისკენ გაეშურნენ. რომაელები მათგან 4 კმ.-ში[1] დაბანაკდნენ. კართაგენულ ბანაკში ისეთი საბრძოლო განწყობა სუფევდა, რომ ქსანთიპოსმა ჩათვალა, რომ არ ღირს მომენტის ხელიდან გაშვება და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.

ბრძოლა[რედაქტირება]

ქსანთუპოსმა სპილოები წინა ფლანგზე დააყენა. ფალანგა განალაგა ზურგში, ზომიერად მოშორებულად. დაქირავებულთა ერთი ნაწილი მან მარჯვენა ფრთაზე დააყენა, ხოლო მეორე ნაწილი, მსუბუქად შეიარაღებული, მხედრებთან ერთად დადგნენ ორივე ფრთის წინ. ბრძოლის ადგილამდე რომაელებს გრძელი მარშის გაკეთება მოუწიათ, თან გზაზე მათ მიმდებარე გორებიდან ქვებს ესვროდნენ. ამიტომ ბრძოლის დაწყებისას ისინი უკვე დაღლილები იყვნენ. რომაელებმა გადაკვეთეს მდინარე, რომელიც მათ და კართაგენელებს აშორებდათ, მათ იმედი ჰქონდათ რომ სწრაფი იერიშით დააბნევდნენ მტერს.[2] სპილოებისგან თავის დასაცავად, რომაელების წყობაში წინ მსუბუქად შეიარაღებულნი იყვნენ, უკან მანიპულები იყვნენ, ხოლო მხედრები ფლანგებზე განლაგდნენ. ამრიგად რომაული წყობა უფრო მოკლე და ღრმა იყო, სპილოებისგან უკეთ დასაცავად, მაგრამ მხედრების წინააღმდეგ, რომელიც კართაგენელებს მეტი და უკეთესი ყავდათ, არანაირი ზომები არ მიიღეს.

ქსანთიპოსმა სპილოები წინ გაუშვა, რომაული რიგების გასარღვევად, ხოლო მხედრებს უბრძანა რომაელთათვის ალყის შემორტყმა. რომაელებიც შეერკინნენ მტერს. კართაგენული მხედრობა რომაულზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო და ძალიან მალე უკუაქცია რომაული მხედრობა. რომაულმა მარცხენა ფრთამ თავი აარიდა სპილოებს და კართაგენულ მარჯვენა ფრთას დაატყა, უკუ აქცია და ბანაკამდე სდია. რომაელთა წინა რიგები კი სპილოებმა გადათელეს. უკანა რიგების სიმრავლის გამო, წყობამ კიდევ გარკვეულ ხანს გაძლო. მაგრამ შემდეგ უკანა რიგებს გარს კართაგენული მხედრობა შემოეხვია და მათ ბრძოლაში ჩართვა მოუწიათ. ის რომაელები კი, რომლებიც სპილოებს გადაურჩნენ და მათ უკან აღმოჩნდნენ, კართაგენულ ხელუხლებელ ფალანგას გადაეღარნენ და განადგურდნენ.

რომაელთა მდგომარეობა უიმედო გახდა. რომაელთა უმეტესობა ან სპლოებმა გათელეს ან კართაგენელი მხედრების შუბებისგან იხოცებოდნენ. ცოტამ მოახერხა გაქცევა. ვინაიდან უკან დახევა დაბლობზე ხდებოდა, სადაც სპილოები და მხედრები თავისუფლად მოქმედებდნენ, ბევრი რომაელი დახევისას დაუღუპა. კონსულთან ერთად გაქცეული დაახლოებით 500 ადანიანი ტყვედ ჩავარდა.

კართაგენელებმა დაკარგეს 800 ადამიანი მარჯვენა ფრთიდან. მხოლოდ 2000 რომაელმა მოახერხა გადარჩენა. რომაელების დანაკარგები სხვადასხვა ავტორებს სხვადასხვანაერად აქვთ, თუმცა ყველა სემთხვევაში, დანაკარგები ძალიან სერიოზული იყო[3]. კონსული და მასთან ერთად გაქცეულები ტყვედ ჩავარდნენ. გაქცეულმა ჯარისკაცებმა მოახერხეს ასპიდში ჩასვლა და იქ გამაგრება.

შედეგები[რედაქტირება]

ამ გრანდიოზული დამარცხებით დასრულდა რომაელთა პირველი შეჭრა აფრიკაში. ომის მალე დასრულებაზე და იტალიის ნაპირებიდან შორს გადატანაზე რომაელებს უარის თქმა მოუწიათ. კონსული ტყვედ ჩავარდა, არმია განადგურდა, უთუოდ ეს ძალიან მძიმე დამარცხება იყო რომისთვის, რომელმაც ომი ისევ იმ სტადიაში დააბრუნა, როგორშიც იგი ეკნომუსის კონცხის ბრძოლამდე იყო, თუმცა ორივე მხარე ბევრად უფრო გამოფიტული აგრძელებს ომს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 10 სტადიუმი.
  2. ეს მხოლოდ აპიანეს აქვს. პოლიბიუსი ამ მარშზე არაფერს არ წერს.
  3. პოლიბიუსის თანახმად, საერთო რაოდენობიდან გადარჩენილი 2500-ის გამოკლებით 13 000ზე მეტი დანაკარგი არ იყო, ხოლო ევთროპიუსის, ოროზიუსის და აპიანეს თანახმად 30 000.