აგრიგენტუმის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგრიგენტუმის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი

აგრიგენტუმის მდებარეობა
თარიღი ძვ. წ. 262
მდებარეობა აგრიგენტუმის მიდამოები
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსი
კვინტუს მამლიუს ვიტულუსი
ჰანონი
ჰანიბალ გისკო
ძალები
40 000 50 000
დანაკარგები
უცნობი 3000

აგრიგენტუმის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა ძვ. წ. 262 წელს. პირველი პუნიკური ომის დასაწყისში ქალაქი აგრიგენტუმი წარმოადგენდა კართაგენელთა მთავარ სამხედრო ბაზას. ორივე კონსულმა შეაჩერა ყველა საბრძოლო მოქმედება და ოთხივე ლეგიონით აგრიგენტუმის ალყას შეუდგნენ.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაელები ქალაქიდან 2,5 კმ-ში[1] დაბანაკდნენ. ივნისი იყო და რომაელები მიმოიფანტნენ ხორბლის მოსაგროვებლად. კართაგენელებმა ამით ისარგებლეს და თავს დაესხნენ რომაელებს. ლეგიონები მათმა რკინის დისციპლინამ იხსნა. კართაგენელები დიდი დანაკარგებით უკუაქციეს.

რომაელები ორ ბანაკად დაბანაკდნენ, ერთი ქალაქის დასავლეთით, მეორე სამხრეთ აღმოსავლეთით. ბანაკები თხრილით იყო შეერთებული. პოლუბიუსის თანახმად ალყა 5 თვე გაგრძელდა. რომაელები წარმატებით იგერიებდნენ კართაგენელთა თავდასხმებს. როგორც ჩანს დიდი ბრძოლები არ ყოფილა. აგრიგენტუმში არანაკლედ 50 000 ჯარისკაცი იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა. 5 თვის შემდეგ ქალაქში უკვე სურსათის უკმარისობა იგრძნობოდა. ვინაიდან ქალაქი ზღვისგან მოშორებით იყო, ფლოტით მისი მომარაგება შეუძლებელი იყო. ჰანიბალ გისკო ახერხებდა კართაგენში ელჩების გაგზავნას დახმარების სათხოვნელად. კართაგენიდან მასთან ჰანონი წამოვიდა.

ლილიბეუმში ჩავიდა ჰანონი, დიოდორეს თანახმად მას 50 000 ქვეითი, 6 000 მხედარი და 60 სპილო ჰყავდა. პაულუს ოროზიუსის თანახმად მხოლოდ 30 000 ქვეითი და 1 500 მხედარი, ხოლო პოლიბიუსის თანახმად ჰანონს 50 სპილო ჰყავდა.

პოლიბიუსის თანახმად ჰანონის ჯარები ჰერაკლიუმისკენ დაიძვრნენ და აიღეს ერბესი, სადაც რომაელთა სურსათის მარაგი ინახებოდა. ზონარას თანახმად ჰანონი პირდაპირ აგრიგენუმთან მოვიდა. შემდეგ აგრიგენტუმისკენ დაიძვრა, დაამარცხა რომაული მხედრები და დაბანაკდა რომაელებისგან 4 კმ-ში[2]. მტრებს შორის 2 თვე სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. რომაელების მდგომარეობა სურსათის დაკარგვამ ისე დაამძიმა, რომ, რომაელები უკვე ალყის მოხსნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მათ სირაკუზის ტირანმა ჰიერონ II–მ უშველა სურსათით. სურსათის პრობლემის გარდა რომაელთა ბანაკებში ავადმყოფობებიც დაიწყო. ჰანონს კი ქალაქში გაძლიერებული შიმშილი აიძულებდა სწრაფად ემოქმედა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა ზემოთხსენებული მიზეზების გამო რომაელებსაც აწყობდათ. ორვე არმია ბანაკებს შორის ადგილზე გამოვიდა. კართაგენელი ქვეითები ორ რიგად დადგნენ, მათ შორის კი სპილოები იყვნენ. ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ კართაგენელთა პირველი რიგი გაიფანტა. უკან გაქცეულებმა არეულობა გამოიწვიეს უკანა რიგებში და სპილოებში. კართაგენელთა უმეტესობა დაიხოცა. გადარჩენილებმა ჰერაკლიუმს შეაფარეს თავი. ოროციუსის თანახმად 11 სპილო დაიღუპა, პოლიბიუსის თანახმად უმეტესობა.

დიოდორეს თანახმად ჰანონმა ორი ბრძოლა გამართა და საერთო ჯამში დაკარგა 3 000 ქვეითი და 200 მხედარი, ხოლო ტყვედ ჩავარდა 4 000 ადამიანი. დაიღუპა 8 სპილო და 33 დაიჭრა. შესაძლოა დიოდორე პირველ ბრძოლაში გულისხმობს იმ ბრძოლას რომელიც 2 თვით ადრე გაიმართა ჰანონის ჩამოსვლისთანავე.

ზონარას თანახმად ჯერ კართაგენელები ცდილობდნენ რომაელები გამოეწვიათ საბრძოლველად, შემდეგ კი როდესაც რომაელებს სურსათის პრობლემა გაუჩნდათ, როლები შეიცვალა. ჰანოი ბრძოლაზე აიძულა ქალაქიდან მოსულმა ამბებმა სიმშილის შესახებ. ჰანონმა და ჰანიბალმა მოილაპარაკეს ერთდროულად დასხმოდნნ რომაელებს თავს, მაგრამ კონსულებმა ამის შესახებ შეიტყვეს და ნაწილი ჯარისკაცები ჩაასაფრეს. ჰანონმა შეუტია რომაულ ბანაკს, ამ დროს ჩასაფრებულები დაესხნენ თავს და ჰანონი დამარცხდა. ჰანიბალის შეტევაც წარუმატებელი იყო.

პოლიბიუსის თანახმად ჰანონის დამარცხების შემდეგ, ჰანიბალის არმიამ იმავე ღამეს ჩუმად მიატოვა ქალაქი. რომაელები მხოლოდ არიერგარდს შეებრძოლენ და ქალაქი უბრძოლველად დაიკავეს და გაძარცვეს. ზონარას თანახმად მხოლოდ ჰანიბალი გადარჩა, ხოლო ქალაქში მყოფი მთელი არმია ტყვედ ჩავარდა ან დაიღუპა.

დიოდორეს თანახმად აგრიგენტუმის ალყაში 100 000 რომაელი მონაწილეობდა, მათგან 30 000 ქვეითი და 540 მხედარი დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 8 სტადიუმი პოლიბიუსთან.
  2. 10 სტადიუმი