ეკატერინე კატო შარიქაძე
ეკატერინე კატო შარიქაძე | |
---|---|
რეჟისორი | |
დაბადების თარიღი |
14 ივლისი, 1986 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
შვილ(ებ)ი | მარია ელენე ბეჟაშვილი |
მშობლები |
მამა: მერაბ შარიქაძე დედა: ასმათ კობახიძე |
ეკატერინე კატო შარიქაძე (დ. 14 ივლისი, 1986, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკატერინე კატო შარიქაძე დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს, თბილისში. მამამისი მერაბ შარიქაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ცნობილი მსახიობია.
2007 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამის მსახიობის სპეციალობით.
2012 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის სარეჟისორო სპეციალობის მაგისტრატურა (პედაგოგი: ავთანდილ ვარსიმაშვილი).
2007 წლიდან მუშაობს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული უმთავრესი როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოლღა გურამიშვილი, ეკატერინეს დედა ნატალია - მაია შენგელია „დავით სარაჯიშვილი“, რეჟისორი მაია შენგელია
- ჟირაფი - რადიარდ კიპლინგი „ავაზას ლაქები“, რეჟისორი კოტე მირიანაშვილი
- ვიოლა - ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ რეჟისორი გიორგი თავაძე
- პანტერა - დიმიტრი ხვთისიაშვილი „საახალწლო ნაძვის ხე“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ლაურა, ავრორა - ასტრიდ ლინდგრენი „პეპი გრძელიწინდა“ რეჟისორი გიორგი თავაძე
- ტყის ბინადარი - ვაჟა-ფშაველა „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი
- ბაგირა - რედიარდ კიპლინგი „მაუგლი“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი
- მაყვალა – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
- სარკე – ძმები გრიმები „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
- მართა – გიორგი ნახუცრიშვილი „ნაცარქექია“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ბელინა – მორის მეტერლინკი „ნიშნობა“, რეჟისორი გოგა თავაძე
- წერო – კორნეი ჩუკოვსკი „ტელეფონი“, რეჟისორი მიხეილ ანთაძე
- თოვლის დედოფალი – ევგენი შვარცი, „თოვლის დედოფალი“, რეჟისორი თამარ თუხარელი
შიშველი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯულიეტა – უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ მიხედვით „იყო და...რა?!“, რეჟ: ნანა კვასხვაძე
- თამარ მეფე – ლადო ასათიანის „ბასიანის ბრძოლის“ მიხედვით „ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ“, რეჟ: ნანა კვასხვაძე
- სოფიო – „შერისხულ მსხვერპლთა ვნებანი“ დავით კლდიაშვილის „შერისხვა“, „უბედურება“, „მსხვერპლის“ მიხედვით რეჟ: ნანა კვასხვაძე
დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
- ნოდარ კეკელიძე — „იღბლიანი მკითხავი“[1], 2011
- ლივანოვი, ენტინი — „ბრემენელი მუსიკოსები“ 2012
- ეკატერინე კატო შარიქაძე — „თერთმეტი“, 2019[2]
- ჰანს ქრისტიან ანდერსენი — „წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი“[3], ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შაქრიქაძე, 2022
- მიხო მოსულიშვილი — „ჟიკჟიკობა ღამე“[4], ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძე, 2024
თავისუფალი თეატრი
- ანა სანაია — „მარტოკინა“, 2021
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ჟიკჟიკობა ღამე“ – სპექტაკლი ომზე, ოკუპაციაზე და დიდ ტკივილზე | ინტერვიუ ეკატერინე (კატო) შარიქაძესთან
- სპექტაკლი ღმერთის როლ-მორგებული საზოგადოებისთვის
- "წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი" ჰანს ქრისტიან ანდერსენი
- ეკატერინე კატო შარიქაძე
- ეკატერინე კატო შარიქაძე Facebook-ზე