დიმიტრი ხვთისიაშვილი
დიმიტრი ხვთისიაშვილი (დ. 22 აპრილი, 1968, თბილისი), – ქართველი რეჟისორი, მსახიობი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დიმიტრი ხვთისიაშვილი დაიბადა 1968 წლის 22 აპრილს.
დედა – ნონა როგავა, მეუღლე – ხათუნა კიკვაძე, შვილები: ზურაბი (2001), ირაკლი (2002), ლევანი (2009).
1989 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. (პედაგოგები ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე).
1989-1996 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
1996-2000 წლებში ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2000 – 2003 წლებში იყო ვერიკო ანჯაფარიძისა და მერაბ კოსტავას სახელობის თეატრების დამდგმელი რეჟისორი.
1989 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი.
1999 წლიდან დღემდე მუშაობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გახმოვანების სტუდიის მთავარ პროდიუსერად.
ცალკეულ დადგმებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში.
[რედაქტირება] დადგმები
- დავით კლდიაშვილი “ქამუშაძის გაჭირვება” /მარჯანიშვილის თეატრი/
- ჯემალ მონიავა “ჯვარცმული ბედნიერება” /რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “ოქროს ნიღაბი” /1996წ./ პრემია ნომინაციაში – პატრიოტულ * თემაზე შექმნილი საუკეთესო სპექტაკლისათვის/ /ზუგდიდის თეატრი/
- ო. ბაღათურია “ამიკო” – / 2000 წელს ყოველწლიური პრემია – წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი./ /ზუგდიდის თეატრი/
- ირაკლი სოლომანაშვილი – “იყო ერთი სოფელი” /ზუგდიდის თეატრი/
- კოტე მახარაძე “აისბერგი თიკუნით – სტალინი” /ერთი მსახიობის თეატრი/
- თამაზ ბაძაღუა “ღამე და თუთიყუში” /ერთი მსახიობის თეატრი/
- რ. ბელეცკი “ახალგაზრდები” /თეატრალური სარდაფი/
- ლალი როსება “პრემიერა” /თეატრალური სარდაფი/
- ჯაბა იოსელიანი “სტუმარი” /კოსტავას თეატრი/
- არტურ მილერი “მძიმე განსაცდელი” /კოსტავას თეატრი/
- კიტა ბუაჩიძე “ეზოში ავი ძაღლია” /რუსთავის თეატრი/
- შადიმან შამანაძე “ღია შუშაბანდი” /სასწავლო თეატრი/
- თამაზჭილაძე “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის” /სასწავლო თეატრი/
- შალვა დადიანი “გუშინდელნი” /სასწავლო თეატრი/
- ედუარდო დე ფილიპო “მილიონერი ნეაპოლი” /სასწავლო თეატრი/
- ლალი როსება “პრემიერა”. /სოხუმის თეატრი/
მარჯანიშვილის თეატრში
- თამარ ბართაია – “პეიზაჟს აკლია სითბო”
- ალეხანდრო კასონა “ეუხენა ბალბოა” (ლევან წულაძესთან ერთად)
- ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილები" (თემურ ჩხეიძესთან ერთად)
[რედაქტირება] როლები
- სოლიონი – ანტონ ჩეხოვი “სამი და” რეჟ. ლილი იოსელიანი
- ბეგლარ ჯინჭარაძე – დ.კლდიაშვილის “ქამუშაძის გაჭირვება” რეჟ. ოთარ ბაღათურია
- ხრუსტალევსკი – ჯ.იოსელიანის “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ავალა – გრიგოლ რობაქიძე “გრაალის მცველნი” რეჟ. დავით ანდღულაძე
- პოლიციელი – ფრიდრიხ შილერი “ვერაგობა და სიყვარული”, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- რობერტ შოლცი – გ. ჰაუპტმანის “მშვიდობის დღესასწაული”, რეჟ. ლილი იოსელიანი
- მოხუცი – გ. ნახუცრიშვილი “ნაცარქექია”, რეჟ. გოგი თოდაძე
- ვანებდენი, დე სილვას მსახური, მოცეკვავე – კ. გუცკოვის “ურიელ აკოსტა” რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, აღდგენა: სოფიკო ჭიაურელი.
- სტივი – ტენესი უილიამსი “სურვილების ტრამვაი”, რეჟ. ბექა ქავთარაძე
- მოსამართლე – ქ. ბახუტაშვილი “ძველ სასამართლოში”. /“ძველი ვოდევილები”./ რეჟ. ვასო გოძიაშვილი, აღდგენა: ელენე ყიფშიძე.
[რედაქტირება] წიგნები
- “ლილი იოსელიანი”. 2002
- “გივი ბერიკაშვილი” 2008 (წიგნის ყდა იხილეთ აქ).
- ქეთევან ხარშილაძე-ასსერი 60 2011
- კახი კავსაძე (ხათუნა კიკვაძესთან ერთად)2011
- სოხუმის დრამატული თეატრის 125-ე სეზონი 2011
- ახმეტელის თეატრი 30 წლისაა 2011
[რედაქტირება] პრემიები
- წლის საუკეთესო სპექტაკლი "ოქროს ნიღაბზე" სპეტაკლისათვის "ჯვარცმული ბედნიერება" – 1996 წ.
- წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის პრემია – 2000 წ.
დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლებში მსახიობებმა ნანა ბუკიამ ("ჯვარცმული ბედნიერება"), პეტრე წულაიამ ("ამიკო"), მამუკა მუმლაძემ, ოთარ კოვზირიძემ და თეკლა დათებაშვილმა ("ღია შუშაბანდი"), ქეთი ხიტირმა ("სეილემის პროცესი" და "პრემიერა"), არჩილ სოლოღაშვილმა ("სეილემის პროცესი"), ეკა ჩხეიძემ ("ეუხენა ბალბოა") და მარიამ ჩუხრუკიძემ ("პრემიერა") აიღეს წლის საუკეთესო მსახიობის პრემიები თეატრის მოღვაწეთა კავშირიდან და სტუდენტური ფესტივალებიდან.
სტატიის