ეზეკია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ეზეკია, ხიზკია (ძვ. ებრ. „ჲაჰვე არის ჩემი ძალა“), იუდეველთა მეფე ძვ. წ. VIII საუკუნეში. ეწეოდა ფართო სამშენებლო საქმიანობას; გაამაგრა იერუსალიმის კედლები, ქალაქის წყლით მოსამარაგებლად გამოიყვანა სილოამის არხი გიხონის წყაროდან. აღკვეთა ფილისტიმელთა თარეში. შეუდგა რელიგიური რეფორმების გატარებას, აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა. ასურეთის მეფის სარგონ II-ის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ 705) მიემხრო ანტიასურულ კოალიციას, მაგრამ საბოლოოდ ასურეთი დამორჩილდა და სინექერიბის მოხარკე გახდა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- შანიძე მ., ქსე, ტ. 4, გვ. 46, თბ., 1979
|
|||||||||||
სტატიის