ედუინ ჰაბლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედუინ პაუელ ჰაბლი (დ. 20 ნოემბერი, 1889, მარშფილდი, მისურის შტატი — გ. 28 სექტემბერი, 1953, სან-მარინო, კალიფორნიის შტატი), ამერიკელი ასტრონომი, ვაშინგტონის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1927). 1914-1917 მუშაობდა იერქსის, 1919-დან — მაუნტვილსონის ობსერვატორიებში. ჰაბლის ძირითადი შრომები ეძღვნება გალაქტიკების შესწავლას. 1922 ნისლეული დაყო გარეგალაქტიკურ ობიექტებად — გალაქტიკებად და ჩვენს გალაქტიკაში მდებარე აირმტვრის ნისლეულებად. 1924-1926 ზოგ გალაქტიკაში აღმოაჩინა ვარსკვლავები, რითაც დაამტკიცა მათი მსგავსება ჩვენს გალაქტიკასთან. 1929 დაადგინა, რომ გალაქტიკათა სპექტრების წითელ წანაცვლებასა და მანძილებს შორის არსებობს კავშირი (ჰაბლის კანონი), მოგვცა გალაქტიკების მორფოლოგიური კლასიფიკაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 584, თბ., 1987