ედუარდ ბალტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედუარდ დიმიტრის ძე ბალტინი (რუს. Эдуард Дмитриевич Балтин) (დ. 21 დეკემბერი, 1936, სმოლენსკი, — გ. 7 ოქტომბერი, 2008, მოსკოვი) — რუსეთის სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, ადმირალი (1993), საბჭოთა კავშირის გმირი (1981).

საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში იყო 1954 წლიდან. დაამთავრა ს. კიროვის სახ. კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სკოლა (1958) და ვოროშილოვის სახ. გენერალური შტაბის აკადემია (1980). 1969 წლიდან მსახურობდა ატომურ წყალქვეშა ფლოტში და მონაწილეობდა ყინულის პირობებში ატომური წყალქვეშა ნავების საბრძოლო გამოცდებში. 1987-1992 წწ. იყო წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურის მოადგილე. 1992 დეკემბერში, რუსეთსა და უკრაინას შორის ძანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა შეიარაღებულ ინტერვენციაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო ომების დროს, მ.შ. აფხაზეთსა და სამეგრელოში; 1993 წ. ოქტომბერში ხელმძღვანელობდა ფოთის პორტის ოკუპაციას და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ჯარების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ. 1996 წლიდან თადარიგში გავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]