დიტრიხ ბუქსტეჰუდე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუქსტეჰუდეს შესაძლო პორტრეტი

დიტრიხ ბუქსტეჰუდე (*1637, ჰელსინგბორგი ან ოლდესლოე; † 9 მაისი, 1707, ლიუბეკი), მაღალი ბაროკოს ეპოქის დანიელ-გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი. მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია კომპოზიტორ იოჰან სებასტიან ბახსა და გუსტავ მალერზე

ცხოვრება[რედაქტირება]

ბავშვობა ბუქსტეჰუდემ ჰელსინგბორგში, მაშინდელ დანიაში გაატარა. იქ დაამთავრა მან ლათინური სკოლა. ბუქსტეჰუდე იყო ორგანისტ იოჰან ბუქსტეჰუდეს შვილი.

1657-1658 წლებში იგი მოძვაწეობდა ჰელსინგბორგში ორგანისტად.

1660-1668 წლებში იგი მოღვაწეობს გემანული საკრებულოს ტაძარში, ქალაქ ჰელსინგორში.

1668 წლიდან ბუქსტეჰუდე გადადის ლიუბეკში, სადაც იგი წმ. მარიას ტაძრის მმართველის თანამდებობას უცვლის თავის სიმამრს.

1673 წელს იგი აარსებს ტრადიციას შობისწინა კონცერტების სერიას. "საღამოს მუსიკას", რაც მისი სახელის, როგორც კომპოზიტორსა და ვირტუოზ ორგანისტს, პოპულარულს ხდიდა.

მისი მუსიკალური შემოქმედების დიდი ადგილი საღვთისმახურო, ლიტურგიულ მუსიკას ეკუთვნის. ბუქსტეჰუდე თავის შემოქმედებაში ცდილობს, ტექსტის შინაარსი საკუთარ თავში ცოცხლად განიცადოს. შესაძლებელია, რომ იგი ცდილობდა პიეტიზმის მუსიკალურად გამოხატვას.

ბუქსტეჰუდე არის ჩრდილოეთ-გერმანული საორგანო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი. ი.ს. ბახმა 300 კილომეტრი გაიარა ფეხით მის მოსასმენად. შესაძლებელია, რომ ბახი მასთან გაკვეთილებს იღებდა. მნიშვნელოვანი გამოცდილების შესაძენად, ლიუბეკში ყოფნა ბახმა გაიხანგრძლივა, რითაც მან კითხვის ქვეშ დააყენა მისი ორგანისტის თანამდებობა არნშტადტში.

მუსიკალური შემოქმედება[რედაქტირება]

ვოკალური ნაწარმოებები[რედაქტირება]

  • 100 კანტატაზე მეტი და სასულიერო კონცერტი
  • მესსა "ბრევის"
  • ორატორიები

საორგანო ნაწარმოებები[რედაქტირება]

  • 40 ტოკატა, პრელუდია და ფუგა
  • 50 ქორალი

ჩემბალოსთვის[რედაქტირება]

  • 20 სუიტა
  • 6 ვარიაცია

ტრიო-სონატები[რედაქტირება]