ვიკიპედიიდან
დიოსკორეასებრნი (Dioscoreaceae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხვიარაღეროიანი მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მსხვილი ფესურა ან გორგლი, მორიგეობით განლაგებული ბადეძარღიანი ფოთლები, თავთავად ან მტევნად შეკრებილი წვრილი ყვავილები. ოჯახი მოიცავს 10 გვარსა და 650-მდე სახეობას, რომლებიც ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში — 2 გვარი და 2 სახეობაა. განსაკუთრებული სამეურნეო მნიშვნელობა აქვს Dioscorea-ს გვარის სახეობებს. კერძოდ აფხაზეთში ამ გვარის მხოლოდ ერთი ენდემური სახეობაა — Dioscorea caucasica, რომლის ფესვები შეიცავს საპონინს. დიოსკორეასებრნი დეკორატიული მცენარეებია.
- ქსე, ტ. 3, გვ. 561, თბ., 1978