გორგლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოკარინას გორგლები

გორგლი (tuber), მცენარის სახეცვლილი ყლორტი; გამსხვილებული ღერო (ზოგჯერ გამსხვილებული ლებნისქვეშა მუხლი ან ფესვის ნაწილი), რომელიც ერთი ან რამდენიმე მუხლთშორისისაგან შედგება. წარმოიქმნება როგორც მთავარ ღერძზე, ისე გვერდით ყლორტებსა (შვიტა, დედაფუტკარა) და მიწისქვეშა ყლორტებზე - სტოლონებზე (კარტოფილი, მიწავაშლა და სხვა). გამსავილებული ლებნისქვეშა მუხლის სახით გორგლი აქვს ყოჩივარდას, ზოგიერთ ქოლგოსანს - ბუჩქისძირას, ღიმს და სხვა. მიწისზედა გორგლი მწვანეა და ნორმალური ფოთლები აქვს (კოლრაბი, ზოგი ტროკული ორქიდეა და სხვა), მიწისქვეშა გოგლზე კი ფოთლები მცირე ზომის ქერქლებად არის რედუცირებული. გორგლში გროვდება საკვები ნივთიერებები, მეტწილად სახამებელი და სხვა. ნახშირწყლები, იშვიათად - ცხიმი. იგი ვეგეტატიური გამრავლების ორგანოა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 223-224, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე