დიეგო ლოპესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიეგო ლოპესი
Diego Lopez autograph signing, Wigan Athletic v Villarreal CF, 7 August 2011.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი დიეგო ლოპეს როდრიგესი
დაბადების
თარიღი
3 ნოემბერი, 1981
დაბადების
ადგილი
პარადელა, ესპანეთი
სიმაღლე 196
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მადრიდის რეალი
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
1994-1999 ლუგო
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999-2000 ლუგო 0 (0)
2000-2003 რეალ მადრიდ ც 57 (0)
2001-2002 ალკორკონი (იჯარით) 0 (0)
2003-2005 რეალ მადრიდ ბ 41 (0)
2005-2007 მადრიდის რეალი 2 (0)
2007-2012 ვილიარეალი 172 (0)
2012-2013 სევილია 8 (0)
2013- მადრიდის რეალი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2005- გალისია 3 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

დიეგო ლოპეს როდრიგესი (ესპ. Diego López Rodríguez; დ. 3 ნოემბერი, 1981; პარადელა, ლუგო, გალისია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მეკარე.

კარიერა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ლოპესი არის „მადრიდის რეალის“ აკადემიის არზრდილი. მცირე სათამაშო დროის გამო ის გადაბარგდა „ვილიარეალში“, სადაც 2007-2012 წლებში თამაშობდა. 2012 წლის 22 მაისს, გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. 2013 წლის 26 იანვარს კი დაბრუნდა თავის მშობლიურ კლუბში, „რეალში“, რადგან კასილიასმა ხელზე მძიმე დაზიანება მიიღო[1][2]. დიეგომ 25 ნომერი აიღო.

სანაკრებო[რედაქტირება]

დიეგო ლოპესი ნაკრებში 2009 წელს გამოიძახეს, კონფედერაციის თასზე სათამაშოდ, თუმცა მას არც ერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი შეხვედრა ნაკრებში, მან, მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა სკოპიეში (2-3). მეორე ტაიმის შუაში ის პეპე რეინას ნაცვლად შევიდა მოედანზე და გოლი არ გაუშვია[3].

ტიტულები[რედაქტირება]

მადრიდის რეალი

  • ლა-ლიგა: 2006-2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ფეხბურთელის პროფილი soccerway.com-ზე პროფილი transfermarkt.de-ზე

სქოლიო[რედაქტირება]