დევოლუციური ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საომარი მოქმედებების რუკა

დევოლუციური ომი — ომი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ესპანეთის ნიდერლანდისათვის. მიმდინარეობდა 1667-1668 წლებში. საფრანგეთმა ესპანეთის კუთვნილი ნიდერლანდის ტერიტორიის დაუფლების საბაბად გამოიყენა ზოგიერთ ამ მიწაზე (კერძოდ ბრაბანტში) მოქმედი ე. წ. დევოლუციური უფლება, რომელიც ადგენდა – მამის მეორედ დაქორწინების შემთხვევაში მიწის მემკვიდრეობით გადაცემას პირველ ქორწინებაში ნაყოლი შვილისათვის. ბრძოლა დაიწყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ასული (პირველი ქორწინებიდან) მარია ტერეზია საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მეუღლე იყო, ხოლო ძე (მეორე ქორწინებიდან) ესპანეთის ტახტის მემკვიდრე - კარლოს II. 1667 წლის მაისში ლუი XIV-ის არმია შეიჭრა ფლანდრიაში და დაიკავა ფლანდრიისა და ჰენეგაუს ნაწილი. 1668 წლის თებერვალში საფრანგეთის მეორე არმიამ დაიკავა ფრანშ-კონტე. საფრანგეთის არმიის წარმატებით შეშფოთებულმა ჰოლანდიამ, ინგლისმა და შვედეთმა 1668 წლის იანვარში ჰააგაში კავშირი შეკრეს და მეომარ მხარეებს შორის შუამავლობა იკისრეს. აახენის ზავით (1668 წლის 2 მაისი) საფრანგეთმა შეინარჩუნა ესპანეთის ნიდერლანდში დაკავებული 11 ქალაქი, მაგრამ ფრანშ-კონტე ესპანეთს დაუბრუნდა. საფრანგეთ-ესპანეთის ბრძოლა გაგრძელდებოდა დევოლუციური ომის შემდეგაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]