დანდური

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანდური
P villosa.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: დანდურისებრნი
გვარი: დანრუდი
ლათინური სახელი
Portulaca
დაცვის სტატუსი

დანდური (Portulaca), ერთწლოვანი მცენარეების გვარი დანდურისებრთა ოჯახისა. აქვს გართხმული ან წამოწეული, ძირიდანვე დატოტვილი ხორცოვანი ღერო და ფორლები, უფრო ხშირად წვრილი კაშკაშა ყვითელი ყვავილები. 100-მდე (სხვა მონაცემებით 200-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. გვხვდება ველურად მოზარდი Portulaca oleracea, რომლის კულტურული ფორმების ფოთლებს (ზოგჯერ ყვავილებს) სანელებლად იყენებენ. ფრიად აბეზარი სარეველაა. შეიცავს C ვიტამინს.

საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მთის ქვედა სარტყლის დასახლებული ადგილების მახლობლად. მის ნორჩ ღეროსა და ფოთლებს ხმარობენ მხალად და მწნილად. დეკორატიული მცენარედ აშენებენ არგენტინულ და ბრაზილიურ Portulaca grandiflora-ს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 367, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე