არიელ შარონი (?·i) (ებრ. אריאל שרון, ასევე მეტსახელი არიკი, אַריק) (დაბადებისას არიელ შაინერმანი (אריאל שיינרמן) დ. 1928 წლის 26 თებერვალს) - ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი და მისი სამხედრო ლიდერი. შარონი იყო პრემიერი 2001 წლის მარტიდან 2006 წლის აპრილამდე, მას მოეხსნა პრემიერ უფლება-მოვალეობები საპრემიერო ფუნქციების ვერ შესრულების გამო. იგი დღესაც იმყოფება კომაში 2006 წლის 4 იანვარს მიღებული დარტყმის შედეგად. თავისი მმართველობის დროს შარონი იყო არაერთგვაროვანი ლიდერი როგორც ისრაელში, ასევე მის გარეთ.