ბინიამინ ნეთანიაჰუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინიამინ ნეთანიაჰუ
בִּנְיָמִין נְתַנְיָהו
ბინიამინ ნეთანიაჰუ בִּנְיָמִין נְתַנְיָהו
ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 31 მარტი, 2009
პრეზიდენტი   შიმონ პერესი
წინამორბედი ეჰუდ ოლმერტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ივნისი, 1996 – 6 ივლისი, 1999
პრეზიდენტი ეზერ ვაიცმანი
წინამორბედი შიმონ პერესი
მემკვიდრე ეჰუდ ბარაკი

დაბადებული 21 ოქტომბერი, 1949
თელ-ავივი
მოქალაქეობა ისრაელი
ეროვნება ებრაელი
პოლიტიკური პარტია ლიკუდი
მეუღლე სარა ნეთანიაჰუ
რელიგია იუდაიზმი

ბინიამინ ”ბიბი” ნეთანიაჰუ (ებრ. בִּנְיָמִין "בִּיבִּי" נְתַנְיָהו‎, დ. 21 ოქტომბერი, 1949, თელ-ავივი) — ისრაელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე; კონსერვატიული პარტია ლიკუდის ლიდერი (1993-1999 და 2005-დან), ისრაელის პრემიერ-მინისტრი (1996-1999 და 2009-დან). ის არის პირველი და დღემდე ერთადერთი ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ დაიბადა. იყო ფინანსთა მინისტრი 2003-დან 2005 წლის 9 აგვისტომდე, როდესაც ის არიელ შარონის ღაზადან გამოსვლის გეგმის პროტესტის ნიშნად გადადგა. 2006-2009 წლებში კნესეტში ოპოზიციის ოფიციალური ლიდერი. 2007 წლის აგვისტოში პარტიის არჩევნებში მოშე ფეიგლინის დამრცხებით პარტიის ხელმძღვანელის პოსტი შეინარჩუნა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: