გუნდიშაფურის აკადემია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


გუნდიშაფურის აკადემია (სპარს. گندیشاپور; ასევე ჯონდიშაფური, გონდეშაფური) სასანიდთა იმპერიის ინტელექტუალური ცენტრი იყო. აკადემიაში ასწავლიდნენ მედიცინას, ფილოსოფიას, თეოლოგიასა და მეცნიერებას. აქაური მასწავლებლები ზოროასტრიულ და სპარსულთან ერთად ბერძნულ და ინდურ ტრადიციებშიც იყვნენ განსწავლული. კემბრიჯის ირანის ისტორიის თანახმად, ეს იყო უძველესი სამყაროს (განისაზღვრება, როგორც ევროპა, ხმელთაშუაზღვისპირეთი და ახლო აღმოსავლეთი) ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი მე-6 და მე-7 საუკუნეებში.

დაფუძნდა რა 271 წელს სასანიდთა დინასტიის მმართველის მიერ, გუნდიშაფური იყო მსოფლიოში დღეისთვის ცნობილი უძველესი სასწავლო ჰოსპიტალი, რომელშიც ასევე შედიოდა ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტი. ის მდებარეობდა დღევანდელ ხუზისტანის პროვინციაში, ირანის სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე ყარუნთან ახლოს.