გრიგოლ ბაგრატიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ბაგრატიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაგრატიონი.

გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი (დ. 1789 — გ. 1830), ქართველი მწერალი, მწიგნობარი. იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი.

მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე[1].გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში.

გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. ბაგრატიონი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 შეადგინა "ანთოლოგია", რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მახათაძე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII-XIX საუკუნეებში, თბ., 1967;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975;
  • ჩიქოვანი მ., ქსე, ტ. 2, გვ. 130, თბ., 1975

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნიკო ჯავახიშვილი, კახეთის 1812 წლის გმირული ეპოპეა თანამედროვეთა თვალით, ჟურნალი ისტორიანი, N 3, 2012 წ. მარტი.