მზეჭაბუკ ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.
მზეჭაბუკ ორბელიანი
გარდაცვალების თარიღი 1794
საქმიანობა პოეტი და მწიგნობარი

მზეჭაბუკ ორბელიანი (დ. წელი უცნობია ― გ. 1794) — ქართველი პოეტი, მწიგნობარი, ერეკლე II-ის მდივანბეგი. გონებამახვილ და ენამოსწრებულ, მაგრამ გულზვიად და გონჯ ორბელიანს უსიამოვნება ჰქონდა ბევრ თავის თანამედროვესთან. მასზე სატირული ლექსები დაუწერიათ საიათნოვას, ბესიკს, დავით რექტორს და სხვებს. ცნობილია ბესიკისა და ორბელიანის მწვავე პოეტური პაექრობა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბესიკმა მას მისწერა ვრცელი რიტორიკული ეპისტოლე, რომელშიც სთხოვდა შერიგებას (ხელნაწერი H-1334). ორბელიანმა ხალხური ლექსების გავლენით ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა "იავნანასი" და "ძეობის" ჟანრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იხ. ბესიკი, თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1962;