პლაგიოკლაზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლაგიოკლაზები
Plagioklas1.jpg
იდენტიფიკაცია
ფერი თეთრი და მონაცისფრო
კრისტალის სინგონია ტრიკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით 6-6,5
სიმკვრივე 2620-2760 კგ/მ³.

პლაგიოკლაზები (ბერძნ. plágios – ირიბი და klásis – მტვრევა, გაპობა) — სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფში შემავალი მინერალები. ქიმიური შედგენილობის მხრივ, პლაგიოკლაზები წარმოადგენს ნატრიუმ-კალციუმიანი ალუმინისილიკატების — ალბიტისა და ანორთიტის უწყვეტ იზომორფულ რიგს. პლაგიოკლაზები კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. კრისტალები, ჩვეულებრივ, წარმოქმნის რთულ მრჩობლებს. ახასიათებს ტკეჩადობა ორი მიმართულებით. თეთრი და მონაცისფროა. ლაბრადორსა და ოლიგოკლაზს ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2620-2760 კგ/მ³. პლაგიოკლაზები მაგმური ქანების ძირითადი ქანთმაშენი მინერალები, გვხვდება აგრეთვე მეტამორფულ ქანებში და ჰიდროთერმულ ძარღვებში. ჰიდროთერმული ხსნარების ზემოქმედებით და აგრეთვე გამოფიტვის შედეგად გადადის ჰიდროქარსებში, ეპიდოტის ჯგუფისა და თიხის მინერალებში. ირიზაციის მქონე ოლიგოკლაზი — მთვარის ქვა და ლაბრადორი სანახელავო ქვაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]