გრან-ჩაკოს პროვინცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ტარიხას დეპარტამენტი |
| მოიცავს | 3 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | იაკუიბა |
| მოსახლეობა (2010) | 175 998 |
| სიმჭიდროვე | 10.1 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 17 594 კმ² |
| დროის სარტყელი | BOT (UTC-4) |
გრან-ჩაკო — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილში. 2009 წლის 6 დეკემბრიდან წარმოადგენს ავტონომიურ რეგიონს. პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი, სამხრეთით არგენტინა და აღმოსავლეთით - პარაგვაი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 200კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით ასევე 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 17 594 კმ²-ია.
სექციების სია |
[რედაქტირება] მოსახლეობა
2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 175 998 ადამიანს შეადგენდა.
- მოსახლეობის 41.9 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
- პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 98.4 % ლაპარაკობს;11.5 % ასევე კეჩუაზე, 3.0 % აიმარაზე და 2.7 % გუარანზე.
- მოსახლეობის 50.7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 41.1 %-ს სასმელი წყალი. (1992)
- მოსახლეობის 19.1 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 1.4 % მაღაროებში, 8.3 % მრეწველობაში, 71.2 % მომსახურების სფეროში. (2001)
- მორწმუნეთა 86.8 % კათოლიკეა, 9.4 % პროტესტანტი. (1992)
[რედაქტირება] დაყოფა
პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია იაკუიბა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- პროვინციის რუკა
- Región Autónoma Chaco Tarijeño - Ministerio de Autonomías
- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ისნტიტუტი
- ტარიხას დეპარტამენტის სოციალური მონაცემები
|
|||||||