ანისეტო-არსეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ანისეტო-არსეს პროვინცია
Provincia Aniceto Arce
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი Padcaya
კოორდინატები 21°15′00″ ს. გ. 64°35′00″ დ. გ. / 21.25000° ს. გ. 64.58333° დ. გ. / -21.25000; -64.58333
ფართობი 4 910 კმ²
მოსახლეობა 52 570 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 10.7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)

ანიესტო-არსე — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა 1888 - 1892 წლებში ბოლივიის პრეზიდენტის, ანისეტო არსეს პატივსაცემად.

პროვინცია ერთ-ერთია ტარიხას დეპარტამენტის 6 პროვინციიდან. დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 910 კმ²-ია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 52 570 ადამიანს შეადგენდა.

  • მოსახლეობის 42.9 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
  • პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 80.7 % ლაპარაკობს, კეჩუაზე 8.6 %, 1.0 % აიმარაზე და 0.2 % გუარანზე.
  • მოსახლეობის 55.4 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 51.4 %-ს სასმელი წყალი.
  • მოსახლეობის 42.1 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 0.1 % მაღაროებში, 10.2 % მრეწველობაში, 47.6 % მომსახურების სფეროში.
  • მორწმუნეთა 87.4 % კათოლიკეა, 8.9 % პროტესტანტი.

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია პადკაია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]