გომერის მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომერი (მრავალმნიშვნელოვანი).
გომერის მთა
კოორდინატები: 41°33′34″ ჩ. გ. 44°26′56″ ა. გ. / 41.55944° ჩ. გ. 44.44889° ა. გ. / 41.55944; 44.44889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1457 
ქედი გომერის ქედი
ამგებელი ქანები კირქვა
გომერის მთა — საქართველო
გომერის მთა
გომერის მთა — ქვემო ქართლი
გომერის მთა

გომერიმთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფ ბედენის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტოტზე — გომერის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1457 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით. სამხრეთ კალთაზე, სოფელ ვარხუნოსთან, არის დოლერიტული ლავის ტერასა. გომერის კალთაზე გაბატონებულია ფოთლოვანი ტყე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]