გომერის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომერი (მრავალმნიშვნელოვანი).
გომერის ქედი
კოორდინატები: 41°33′34″ ჩ. გ. 44°26′56″ ა. გ. / 41.55944° ჩ. გ. 44.44889° ა. გ. / 41.55944; 44.44889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი 1800
ამგებელი ქანები კირქვა, მერგელი
გომერის ქედი — საქართველო
გომერის ქედი
გომერის ქედი — ქვემო ქართლი
გომერის ქედი

გომერის ქედიქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) და ჭივჭავას (ხრამის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფს, გამოეყოფა ბედენის ქედს სამხრეთი მიმართულებით. აგებულია ცარცული ვულკანოგენური ფაციესის კირქვებით, მერგელებით, იშვიათად — სხვადასხვა შედგენილობის ვულკანოგენური ქანებით. ჩრდილოეთ ნაწილში ქედის კალთები საკმაოდ დახრილი და დასერილია.

ქედის სიმაღლე ზღვის დონიდან 1800 მ-ს აღწევს, სამხრეთ-აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება (მთები გომერის მთა – 1458 მ და სამება – 1205 მ). დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]