გვადი ბიგვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გვადი ბიგვა“

რომანის ილუსტრაცია
ავტორი ლეო ქიაჩელი
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული
ჟანრი სოცრეალიზმი
გამომცემელი მნათობი
გამოცემის თარიღი 1937
გვერდი 250
წინამორბედი სისხლი (1926—1927)
მომდევნო მთის კაცი (1948)

გვადი ბიგვალეო ქიაჩელის სოციალური რომანი.

ლეო ქიაჩელის რომანი - „გვადი ბიგვა“ - 1936-1937 წლებში გამოჩნდა. მასში ასახულია ეპოქის შესაბამისი, ახალი ტიპის ადამიანების ცხოვრება და ხასიათები, რეაქციული ძალებისა და სოფლის გლეხობის ინტერესების ჭიდილი. ეს ყველაფერი მხატვრული ოსტატობითა და გმირის ფსიქოლოგიის ცოდნითაა მოწოდებული და განაპირობებს კიდეც რომანის წარმატებას.

რომანმა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მოიპოვა (1941). მასში წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია, ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადის ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებასა და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნის სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.[1]

რომანის სიუჟეტი იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქართული სოფლის კოლექტივიზაცია უკვე დამთავრებულია, სოფლის გლეხობა გაერთიანებულია კოლმეურნეობებში. გლეხები ენთუზიაზმით შრომობენ, საუკეთესო ოდა სახლებს იშენებენ, სოფლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ მშენებლობაში. ,,გვადი ბიგვა" საკოლმეურნეო ცხოვრების უპირატესობას გვიჩვენებს ინდივიდუალურთან შედარებით.

ლეო ქიაჩელმა დაგვიხატა ახალგაზრდათა სახეები — კომკავშირის უჯრედის მდივანი - ნაია, კლუბის გამგე — ელიკო, პიონერთა მეთაური — ბარდღუნია, გვიჩვენა მათი აღტკინება, თავდადება ახალი ცხოვრების შენებაში.

რომანში დახატულია კოლექტიური შრომის სცენები, კოლმეურნეთა სახეები, მათი აღფრთოვანება და სიხარული ახალი ცხოვრებით[2].

რომანი თარგმნილია და გამოცემულია საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. რომანი თარგმნილია სხვადასხვა ევროპულ ენაზეც.

გიორგი კახაბრიშვილმა 1977 წელს გადაიღო ნაწარმოების სამსერიანი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ეროსი მანჯგალაძე ასრულებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თოფურია ა., ლეო ქიაჩელის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1977;
  2. ტარიელ გოლუა, „გვადი ბიგვა“, ლეო ქიაჩელი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1989