ეროსი მანჯგალაძე
| ეროსი მანჯგალაძე | |
| დაბადების სახელი | ეროსი მანჯგალაძე |
| დაბადების ადგილი | თბილისი |
| დაიბადა | 3 მარტი, 1925 |
| გარდაიცვალა | 26 იანვარი, 1982 თბილისი |
| საქმიანობა | მსახიობი |
ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე (დ. 3 მარტი 1925, თბილისი — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). სკკპ წევრი 1957 წლიდან.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ეროსი მანჯგალაძე დაიბადა 1925 წლის 3 მარტს. 1947 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1948 წელს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, კინო კარიერა — 1958 წლიდან.
სახელი გაითქვა როგორც მსახიობმა, ასევე როგორც რადიოსა და ტელევიზიის დიქტორმა და კომენტატორმა. იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი. პრინციპულად მიჰყავდა მხოლოდ ფეხბურთის გადაცემები.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
მის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი სამტრედიაში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ეროსი მანჯგალაძე, geocinema.ge
- ეროსი მანჯგალაძე
- (ინგლისური) ეროსი მანჯგალაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გვათუა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 422, თბ., 1983 წელი.

