გეც ფონ ბერლიხინგენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეც ფონ ბერლიხინგენი (გერმ. Götz von Berlichingen mit der eisernen Hand) — XVIII-XIX საუკუნის გერმანელი მწერლის იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ხუთმოქმედებიანი დრამატული ნაწარმოები, რომლის სრული სახელწოდება ქართულად დაახლოებით არის „გეც ფონ ბერლიხინგენი რკინის ხელით“, ან „გეც ფონ ბერლიხინგენი, ანუ რკინის ხელი“, ანდა „გეც ფონ ბერლიხინგენი, - რკინის ხელი“.

  • დრამატულ ნაწარმოებზე მუშაობა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ 1773 წელს დაასრულა.
  • პირველი პრემიერა წარმოდგენილი იქნა 1774 წლის 12 აპრილს, ბერლინში, კოხის საზოგადოების წინაშე.
  • მოქმედების დრო და ადგილი: XVI საუკუნის დასაწყისის ფრანკეთი, ბავარია, ვიურტემბერგი.

გეც ფონ ბერლიხინგენი არის ქარიშხლისა და შეტევის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. მსგავსად გეც ფონ ბერლიხინგენისა ი. ვ. ფონ გოეთეც თავის ამ პიესაში შეეცადა დაერღვია არსებული საზღვრები. დაუპირისპირდა მანამდელი თეატრის კონვენციებს. მან უარი თქვა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობის პრინციპზე: მოქმედების 50-მდე ადგილია, და გამოსახული დრო ერთი დღით კი არაა შეზღუდული, არამედ რამდენიმე მოქმედება ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად (სასამართლო, გლეხთა ომი, სხვადასხვა შინაომები, თავდასხმები) მიმდინარეობს.