გეოგრაფიული პოლუსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტარქტიდაზე გამავალი პოლუსი

გეოგრაფიული პოლუსები (ჩრდილოეთი და სამხრეთი) — დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის მათემატიკური წერტილები. გეოგრაფიულ პოლუსებში თავს იყრის ყველა მერიდიანი. იქ არ არის გეოგრაფიული გრძედი, ჩვეულებრივი ჰორიზონტის მხარეები, დღე-ღამის მონაცვლეობა, რადგან თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მზე არ ჩადის და არ ამოდის.

გეოგრაფიული პოლუსები უმოძრაოდ არ არიან დედამიწის ზედაპირის მიმართ, ისინი ნელა გადადგილდებიან დღეღამური ბრუნვის მიმართულებით და შემოხაზავენ სპირალისებურ მრუდს.

ჩრდილოეთ პოლუსი ყინულით დაფარულ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზეა. მას პირველად მიაღწია ამერიკელმა მკვლევარმა რობერტ პირიმ (1909 წლის 6 აპრილი).

სამხრეთ პოლუსი ანტარქტიდაზეა, წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად. მას პირველმა მიაღწია ნორვეგიელმა მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა (1911 წლის 14 დეკემბერი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]