გასპაჩო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გასპაჩო (ესპ. gazpacho) — ესპანური კერძი, ცივი წვნიანი პამიდვრებისგან. დამატებითი ინგრედიენტებია - წყალი, პური, ზეითუნის ზეთი, ნიორი, შავი პილპილი და მარილი. ასევე ემატება წვრილად დაჭრილი კიტრი, წიწაკა, ხახვი, ცოტაოდენი ძმარი და სანელებლები. კერძი წარმოშობით ანდალუზიიდან არის და ტიპიური ხმელთაშუაზღვისპირა დიეტის ნაწილია. არსებობს ასევე ლამანჩის გასპაჩო, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ანდალუზიურთან. ეს წვნიანი ნანადირევი ფრინველით კეთდება.